იტალიაში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ !!!

0
?იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი. „ბილეთები 2 დღით ადრე გაიყიდება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე! https://www.georgian-airways.com გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
#კორონავირუსი
#საქართველო
#იტალია
0