ყირგიზეთის ოპოზიცია ქუჩაში გადის საპარლამენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში რამდენიმე პოლიტიკური პარტია მართავს აქციებს და გამოდის მოწოდებით გაუქმდეს კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმადაც გამარჯვება მოიპოვეს ქვეყნის პრო-მოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მომხრე პარტიებმა.  5 ოქტომბერს ბიშკეკის ცენტრში შეიკრიბა 1000-ზე მეტი აქტივისტი და ხუთი პარტიის მომხრეები - სოციალ-დემოკრატების, ჩონ კაზატის (დიდი ბრძოლა), მეკენ ინტიმაგის (სამშობლოს ერთობა), ბირ ბოლის (დარჩი ერთიანი) და რეფორმის (რეფორმა). აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ წინა დღით ჩატარებული არჩევნების შედეგი გაყალბებულია, იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა და სხვა დარღვევები.  ორი მსხვილი ოპოზიციური პარტია, ატა-მეკენი (სამშობლო) და რესპუბლიკა აცხადებენ, რომ ორშაბათს მოგვიანებით გამართავენ მასობრივ აქციას.  ოპოზიციური პარტიები ასევე ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.  5 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების დათვლის პროცესი თითქმის დასრულებულია და წინასწარი შედეგებით შვიდპროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა, 120-ადგილიან უზენაეს საბჭოში მანდატების მოსაპოვებლად.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30876062.html #ახალი_ამბები #twitter