ვინც ფრთხილობს და ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში

0
ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!-ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სახლში დარჩებიან, „ამას არავინ ჩაუთვლის სარწმუნოებისგან განდგომად“. „პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში. ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის , რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შეთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება“, -განაცხადა ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
#კორონავირუსი
#საქართველო
#კოვიდ19
#ეკლესია
#იზოლაცია
0