5 votes
0 comments
0 shares
Save
კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში,თუმცა სააღდგომოდ ველოდებით,რომ სიტუაცია განიმუხტებ
172 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება , - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, აღდგომის წინა პერიოდში ხელისუფლებასთან "აუცილებლად ექნებათ საუბარი".

„ჩვენ სააღდგომოდ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შევძლებთ მსახურება სრულფასოვნად, მრევლთან ერთად აღესრულოს და ამავდროულად არ დაირღვეს კომენდანტის საათი. მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. ეს ხალხი ნდობას იმსახურებს იმიტომ, რომ მათი მუშაობა ეფექტურია და შეგვიძლია, ვენდოთ მას. ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება. უნდა შევხედოთ, რა ვითარება იქნება იმ დროისათვის. ჩვენ ხელისუფლებასთან ამაზე აუცილებლად გვექნება საუბარი. რა შეიძლება შევთავაზოთ ხელისუფლებას და რას შეიძლება ველოდოთ მათგან სიტუაციის მიხედვით“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

#ეკლესია #აღდგომა #კორონავირუსი #იზოლაცია


Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Primetime
Tbilisi · 3 months ago
ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში – ანდრია ჯაღმაიძე
ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში - ანდრია ჯაღმაიძე - Primetime
ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში - ანდრია ჯაღმაიძე - Primetime
ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში - ანდრია ჯაღმაიძე - Primetime
On.ge
Tbilisi · 3 months ago
კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, სააღდგომოდ სიტუაციის განმუხტვას ველით — ჯაღმაიძე
კომენდანტის საათისას მორწმუნე უნდა იყოს სახლში, აღდგომამდე განმუხტვას ველით — ჯაღმაიძე
კომენდანტის საათისას მორწმუნე უნდა იყოს სახლში, აღდგომამდე განმუხტვას ველით — ჯაღმაიძე
კომენდანტის საათისას მორწმუნე უნდა იყოს სახლში, აღდგომამდე განმუხტვას ველით — ჯაღმაიძე
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ვინც ფრთხილობს და ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში
ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!-ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სახლში დარჩებიან, „ამას არავინ ჩაუთვლის სარწმუნოებისგან განდგომად“. „პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში. ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის , რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შეთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება“,-განაცხადა ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.#კორონავირუსი #საქართველო #კოვიდ19 #ეკლესია #იზოლაცია
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მეუფე ნიკოლოზი - წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, ხალხი დაესწრება
ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული. „მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ არ შეიძლება განიხილებოდეს მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებად. მისივე თქმით, ვერ წამოუდგენია, რომ მთავრობა ხალხს და ეკლესიას დაუპირისპირდეს. „კომენდანტის საათი“ შემოიღო ხელისუფლებამ, რომელიც ამ პანდემიის პირობებში ჯერჯერობით უნაკლოდ მუშაობს. „კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? - მთავრობა გვიცავს. გვიცავს არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივი მაჩვენებლებითა ვართ დღეს. ეკლესიაში მრევლის მოსვლა კანონს არ არღვევს, კანონს ადგენს ხელისუფლება და ხელისუფლებას მიმართეთ ამ კითხვებით. თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 9:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ. დღემდე ხელისუფლებას არავითარი აგრესია, მოსახლეობის მიმართ არ გამოუჩენია, არც ეკლესიის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ყველა თავის ვალდებულებას ასრულებს. მოწოდება არის მოწოდება და აგრესია არის აგრესია. დღევანდელ დღეს არავითარი მიზეზი არ გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების უკმაყოფილო ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში. ამიტომ იმედი მაქვს, არც ახლა ვიქნებით უკმაყოფილო და ცუდად არ მოიქცევიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მისივე თქმით, ტაძრებში ლიტანიობისას შეეცდებიან, მრევლს შორის დისტანცია დაიცვან. „უმჯობესია, ღამე გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ, რა ხდება, უამრავი ადამიანი მოძრაობს. ჰოდა, რომ აჯარიმებენ, რატომ აჯარიმებენ? აქ კანონის დარღვევაზე კი არ არის საქმე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ეს არის მთავარი! ღამე რომ ბნელა, არ ჩანს, ვინ რა მანძილზე მიდის ერთმანეთთან, ამიტომ არის მე ვფიქრობ, ეს კანონი. ცოტა აზრიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ვეცდებით ლიტანიობისას დისტანცია დავიცვათ. მე არ ვიცი რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ხელისუფლება, რა მოხდება აღდგომის ღამეს არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელი მონაცემებით, მთავრობა სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, უაზრო და არაგონივრული გადაწყვეტილებები არავის მიმართ იქნება მიღებული. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, რამდენად იქნება საფრთხე ტაძარში აღდგომის წირვაზე შეკრება საფრთხე ეპიდემიის გავრცელებისთვის. არ გავრცელდება ეპიდემია! როგორ უნდა მოვიდეს ღამით მრევლი, ეს კითხვა მე არ მეხება, არ ვიცი. თქვენ გგონიათ მორწმუნე ადამიანები დასაქოქი თოჯინები არიან? მრევლი არის ჩვეულებრივი ადამიანები ამ ქვეყნის, სავარაუდოდ ზრდასრული ადამიანები, მოაზროვნეები, განათლებულები და მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ვინც ფრთხილობს და ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში
ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!-ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სახლში დარჩებიან, „ამას არავინ ჩაუთვლის სარწმუნოებისგან განდგომად“. „პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში. ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის , რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შეთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება“,-განაცხადა ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.#კორონავირუსი #საქართველო #კოვიდ19 #ეკლესია #იზოლაცია
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში თქვენთვის
გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! - ამის შესახებ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სახლში დარჩენა მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...) ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს, რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის). უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისათვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული) წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე. აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სირტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა! სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ) ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!“, -წერს დეკანოზი. მისივე თქმით, ეს არის მისი, როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შეეძლო არ დაეფიქსირებინა. „ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია! გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!” - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.#დარჩისახლში #კორონავირუსი
Primetime
Tbilisi · 3 months ago
Emerging Europe – მსოფლიო მთავრობები ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელე
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
არაფერი ირღვევა, თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც სასაფლაოზე არ გახვალთ - დეკანოზი ანდრია
აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ტრაპეზი არ გაიმართება, ეს დამატებით სირთულეს შექმნიდა, რადგან ტრაპეზზე ბევრი ხალხი მოიყრიდა თავს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავს სასაფლაოზე გასვლისგანაც, რადგან ეს არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას და ეს ხალხური ტრადიციის დონეზეა შემორჩენილი. „ასევე, აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხიც. აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს. ამიტომ აქაც არაფერი ირღვევა, თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რასაც ხელისუფლება გვიწესებს, არ გავალთ საფლავზე. ჩვენ ყველა მადლიერებით უნდა შევუდგეთ ამ საქმეს, რასაც ჩვენ ექიმების და სახელმწიფოს სხვადასხვა სტუქტურების მხრიდან ვხედავთ. ასევე, მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება. ამიტომ ვფიქრობ, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან დიდი შეღავათი და სამადლობელი ყველასთვის, რომ ჩვენ შევძლებთ მსახურების აღსრულებას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.#საგანგებომდგომარეობა #საპატრიარქო #მთავრობა #tbilisidaily
გიორგი აბალაკი
Tbilisi · 3 days ago
კორონა ვირუსი ახალ გამოწვევად იქცა რელიგიური ინსტიტუტებისათვის!
რელიგია ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იგი ნაწილობრივ განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერებას და გავლენას ახდენს მის მორარულ შეხედულებებზე. შესაბამისად, ხშირად ექსტრემალურ და კრიზისულ ვითარებაში ეკლესიის გავლენა ძალიან იზრდება (მაგ. პოლიტიკური არასტაბილურობის, კონფლიქტების და სხვ.) ან პირიქით საგრძნობლად მცირდება (მაგ. რელიგიური პირების სკანდალები, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების დროს და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ახალი კორონა ვირუსის (covid 19-ის) საქართველოში გავრცელების შემდეგ დღის წესრიგში დადგა რელიგიური ინსტიტუტების როლი შექმნილ მძიმე სიტუაციაში. ვირუსის მოსალოდნელი გავრცელების თავიდან ასარიდებლად მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდებოდა ეკლესიის მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ასე ვთქვათ, ეკლესია მკაფიო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მას ან მორწმუნეთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა ან დაეცვა რიტუალის სიწმინდე. ამასთან დაკავშირებით გაიმართა სინოდის სხდომა, რომელსაც უნდა ემსჯელა და განეხილა რელიგიური რიტუალების შემდგომი ფუნქციონირების ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, ზიარებასთან დაკავშირებული საკითხი, მორწმუნეთა ტაძარში თავმოყრის, ხატების ამბორის საკითხი და მისთ. სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, არ შეიცვალა ზიარების არსებული წესი და არ გაიცა რეკომენდაცია მორწმუნეთათვის დარჩენილიყვნენ სახლებში. შესაბამისად, ეკლესიამ რიტუალის სიწმინდის დაცვა ჩვეულებრივად განაგრძო. სინოდის გადაწყვეტილებამ საქართველოს მთავრობა აიძულა უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ. მეორე დღეს, როცა უკვე საყოველთაოდ ცნობილი იყო საპატრიარქოს გადაწყვეტილება მთავრობამ საგანგებო მდგომარება გამოაცხადა. ნაწილობრივ შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამით თითქოს რელიგიური ინსტიტუტების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. შესაძლოა ეს მართლაც იყო ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნების მცდელობა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ეს ორი ინსტიტუცია ერმანეთს დაპირისპირებული აღმოაჩინა. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ საოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი თვლიდა, რომ ეკლესიაში მორწმუნეთა შეკრება საფრთხეს შეუქმნიდა მთლიან საზოგადოებას და მწვავედ აქილიკებდა მათ, ვინც აგრძელებდა ტაძარში სიარულს. მორწმუნეთა ნაწილი კი ხალხს უღმერთობასა და რელიგიის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ადამიანები რელიგიურ გრძნობებზე ყოველთვის ემოციურად რეაგირებენ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. ვფიქრობ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების კონსოლიდაციაზე. საფიქრებელია, რომ ეს მოვლენები მომავალში საგრძობლად იმოქმედებს ეკლესიის პრესტიჟზე და მას მოქალაქეთა სულ უფრო მცირე ნაწილი გამოუცხადებს ნდობას. ეკლესიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის კურთხევის თაობაზე. სასულიერო პირები ხატების გადაადგილებით და ნაკურთხი წყლის სხურებით დედაქალაქსა და რეგიონებში ცდილობდნენ დაეცვათ ქვეყანა ინფექციისგან. ამგვარმა მიდგომამ და საქციელმა, ცოტა არ იყოს, ქვეყნის იმიჯიც შელახა. მხედველობაში მაქვს გერმანიის პირველ არხზე გასული რეპორტაჟი, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ებრძოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (საქართველო, რუსეთი, უკრაინა) კორონა ვირუსს. საქართველოსთან დაკავშირებით ნაჩვენები იყო კადრები ქართველი სასულიერო პირების მიერ ქვეყნის კურთხევისა, მაშინ როცა სხვა ქვეყნებზე საუბრისას ყურადღება გამახვილებული იყო ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების თავდაუზოგავ შრომაზე. ცხადია, ამ კადრების ჩვენებას ცინიკური ელფერი დაკრავდა. სასულიერო პირების საქციელმა, გარდა უცხოელებისა, საქართველოს მოსახლეობის ნაწილსაც მოჰგვარა ღიმილი. მეორე მხრივ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურნენ კერძო სასულიერო პირები, რომლებმაც მოუწოდეს მორწმუნეებს დარჩენილიყვნენ საკუთარ სახლებში და იქ ელოცათ. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებოოდით მამოების პოსტებს: „არაა აუცილებელი ქვის ტაძრებში ლოცვა“. ვფირობ, ეს მოწოდება უფრო შეესაბამებოდა იმ კრიზისულ ვითარებას, რომელსაც ქვეყანა მოეცვა. თუმცა, მედიის მხრიდან, ცხადია, უფრო დიდი ყურადღება ოფიციალურ განცხადებებს ეთმობოდა და საპატრიარქოს განცხადებები საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში ვარდებოდა. გარდა აღნიშნულისა, საპატრიარქოს რეკომენდაციით ტაძრებში სოციალური დისტანცირების დასაცავად მოინიშნა ადგილები მრევლის განსათავსებლად. ეს იყო ეკლესიის მხრიდან ის გადაწყვეტილება, რომელმაც საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა დროებით შეანელა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა აპრილის თვეში, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით. საზოგადოება კვლავ ელოდა მორიგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებას ეკლესიისგან. ეკლესია არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ სააღდგომო წირვაზე მრევლის თავმოყრა კომენდნატის საათის დარღვევად ჩაითვლებოდა. შესაბამისად, კომენდანტის საათი შეუძლებელს ხდიდა მრევლის დასწრებას სააღდგომო რიტუალზე ღამის საათებში, როგორც ჩვეულებრივ ეს ადრე ხდებოდა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით სააღდგომო წირვის ჩატარება და წმინდა ცეცხლის გავრცელება კვირა დღის დილის საათებში განხორციელდა. აქაც ვხედავთ, რომ რელიგიური ინსტიტუცია არც რიტუალის გადადებას აპირებდა და მით უფრო მის არ ჩატარებას არ დაუშვებდა. დასკვნის სახით, აღვნიშნავ რომ კორონა ვირუსი ნამდვილად იქცა ახალ გამოწვევად რელიგიური ინსტიტუტებისთვის. სამოქალაქო პასუხისმგებლობა რეილიგიურ გრძნობებთან აღმოჩნდა დაპირისპირებული. მოქალაქეობრივი თვითშეგნება ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა მაშინ, როცა ეკლესია განაგრძობდა ჩვეულ საქმიანობას უჩვეულო ვითარებაში. ვფიქრობ, საპატრიაქოს რეიტინგი შემცირდება, თუმცა ამას შემდგომი სტატისტიკური კვლევა აჩვენებს, და სამთავრობო ინსტიტუტების რეიტიგი გაიზრდება. ამას ხელს უწყობს მედიაც, რომელიც მთავრობის ქმედითუნარიანობას დეტალურად აშუქებს. შექმნილ მძიმე ვითარებაში ეკლესიამ ვერ შეძლო აქტიური როლი ეთამაშა თავისი მრევლის უსაფრთხოების დასაცავად, რამაც იგი მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა. კრიზისული ვითარების დასრულებისთანავე ეს მოვლენები გადფასდება და ეკლესია საზოგადოების დიდი ნაწილის სანდოობას დაკარგავს. მომზადებულია გიორგი აბალაკის მიერ.#feedcgrant Feedc #პოლიტიკა #რელიგია #პოლიტიკა #ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 2 weeks ago
განათლება სირცხვილად მიგვაჩნია - გიულგუნ მამეთხანოვას ბლოგი
ერთხელ, ბავშვობაში, დედასთან ერთად ფილმს ვუყურებდი. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, ქორწილის ცერემონიალი დაიწყო და სტუმრებმა ნეფეს პატარძლის კოცნა სთხოვეს. ყველა ერთ ხმაზე იძახდა: „აკოცეე!“. ამ მომენტში ბედნიერმა ნეფემ პატარძალს აკოცა, თუმცა, ჩვენ ფილმის ეს მონაკვეთი ვერ ვნახეთ. იცით რა მოხდა? დედაჩემმა ფილმის იმ მონაკვეთზე იმავე წუთას არხი შეცვალა. ძალინ გამიკვირდა, რადგან დედას პირველად ვხედავდი ასეთ სწრაფად მოქმედს და განერვიულებულს. ვფიქრობ, ბუნებრივი იყო მისი ასეთი ქცევა, თუმცა, ამავდროულად, იგი არ უნდა ყოფილიყო ასეთი მგრძნობიარე. მაინც ვფიქრობ, რომ მისი ასეთი ქცევა გასაგები იყო, რადგან იგი გაზრდილია ისეთ საზოგადოებაში, სადაც ბევრი რამ სირცხვილად ითვლება. მე დღეს სექსუალურ განათლებაზე ვისაუბრებ. ცხადია, საქართველოში მცხოვრები ადამიანები, სექსუალური განათლების გაგებაზე მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობენ: „ნახეთ, როგორ გაფუჭდა ახალგაზრდობა“, „იმ „რაღაცის“ განათლება არსებობს?!“. ამის ცხადი მაგალთია ახალგაზრდა გოგონა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 13-14 წლის ასაკში გოგოს ორგანიზმში ცვლილებების გამო მენსტრუაციის პროცესი იწყება. ალბათ ესეც ყველასთვის ცხადია, რომ ეს ქალებისთვის დიდი ტკივილის მომტანი გამოცდილებაა, მძიმე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ფსიქოლოგიურად რატომ? - იმიტომ, რომ გოგონები დედებისგან წინასწარ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან ესეც სირცხვილად ითვლება. შედეგად, სასაცილო ამბავი ხდება: სისხლდენის პირველ დღეს, 12-13 წლის გოგონა ფიქრობს, რომ მძიმედაა ავად. ერთ მაგალითს მოვიყვან. ჩემს დაქალს ჰქონდა მენსტრუაციის დღეები. ის ცუდად გახდა და ტკივილისგან, მამისა და ბიძის თანდასწრებით, ტირილი დაიწყო. იმ მომენტში უფროსმა ქალებმა შიგნით ძალით შეგვიყვანეს და საყვედური გვითხრეს, რომ არ შეიძლება მენსტრუაციის ტკივილის გამო კაცებთან ტირილი. „არ გრცხვენიათ? ამის გამო ტირით? ამხელა გოგოები ხართო“, გვითხრეს. მათი სიტყვების გამო, ჩვენ ტირილი მეორედ დავიწყეთ. როგორ შეიძლება ტკივილის სირცხვილად ჩათვლა? სხვა თემასაც მინდა, შევეხო. ბოლო დროს, წყვილები სასურველი რაოდენობის შვილის გაჩენის შემდეგ, დამცავი კონტრაცეპტივის გამოყენების გარეშე სექსუალური კავშირის შედეგად, აბორტს მიმართავენ. ცხადია, აბორტი ქალის უფლებაა და მისი გადაწყვეტილებაა. თუმცა, ხომ გასაგებია ყველასთვის სიტუაციის სიმძიმე? ქალი ორსულდება სურვილის გარეშე და ამასთან ერთად, ხშირად იძულებული ხდება, აბორტი გაიკეთოს. ამას თან მოჰყვება მძიმე შედეგები მისი ჯანმრთელობისთვის. ჩვენში ხშირად ამბობენ, მეტი საქმე არ გვაქვს, კონტრაცეპტივში გადავყაროთ ფულიო. ერთი მაინტერებს, თუ ამის ფული არ აქვთ, აბორტის ფულს სად შოულობენ? სოფელში ამაზე საუბარიც კი სასაცილოდ მიაჩნიათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს სასაცილო კი არა, სავალდებულოდ განსახილველი თემაა. საკითხი იმაში მდგომარებს, რომ ჩვენთან ბევრს ურჩევნია პირდაპირ აბორტი და არა - წინასწარ დამცავის მოხმარება. მე ეს მიმაჩნია პრობლემად, რადგან ამის შესახებ არ ცოდნა და არც გამოცდილება არ გვაქვს. სექსუალური განათლების მქონე პირებმა კარგად იციან ამის მნიშვნელობა: სამედიცინო ჩარევა ყველა ქალის უფლებაა, უბედურება კი სახლის პირობებში ორსულობისგან თავის არიდებაა, რასაც თან მოჰყვება კიდევ სხვა მძიმე პრობლემები. ჩვენთან სექსულურ განათლებაზე დისკუსიები მხოლოდ ქორწილის წინა დღეს იწყება, ყველაფრისმცოდნე ბიცოლების სავალდებულო მოვალეობასავით. საწყალი პატარძალი ერთ დღეში ათას ვერსიას ისმენს და პირველ ღამეს სტრესში და ნერვიულობაში ატარებს. ჩვენთან ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონას ცუდი და მძიმე ამბები ემართება სტრესის გამო. იმას არ ვამბობ, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან სექსუალურ კავშირზე ვისაუბროთ - არა! ხაზს ვუსვამ: 12-13 წლის გოგონებს და ასევე ბიჭებს, უნდა მივცეთ სექსუალური განათლება. ეს სავალდებულოა! გოგონას შეგვიძლია ვასწავლოთ, თუ რას წარმოადგენს მენსტრუაცია, რომელი ჰიგიენური წესები უნდა დავიცვათ იმ პერიოდში და ა.შ. რადგან ადამიანის ფსიქოლოგია გარდატეხის პერიოდში მგრძნობიარეა და მას თავდაჯერებულობა დაბალ დონეზე აქვს, შესაბამისად პასიურობს და არასწორად იქცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოზარდებს ვასწავლოთ სექსულური განათლება, რომ მომავალში პრობლემებს თავი ავარიდოთ. ასევე, ამით უნდა დავარღვიოთ სტერეოტიპები და სექსუალური განათლების მიმართ ღიები უნდა ვიყოთ. წყარო: ფანჯარა#რეპროდუქციულიგანათლება #საზოგადოება #მარნეული #marneulidaily#ახალიამბები