იტალიაში კორონავირუსით დღე-ღამის მანძილზე 525 ადამიანი დაიღუპა

0
იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 525 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 4 316 შეადგინა. ახალი მონაცემები worldometers-ზეა გამოქვეყნებული. ამავე ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 887-ს შეადგენს. დაინფიცირებულთა რიცხვი 128 948-ს აღწევს. კორონავირუსისგან იტალიაში 21 815 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების მონაცემებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი იკლებს.
Tbilisi
0