საქართველოს კათოლიკე ეკლესია სააღდგომო მსახურებას მრევლის გარეშე,კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩაატა

0
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცემული დეკრეტით წმინდა კვირის შესახებ მრევლს დიდი შვიდეულის განრიგი და სამწყსო მითითებანი აცნობა, – ინფორმაციას საქართველოს კათოლიკე ეკლესია ავრცელებს. „დიდ ხუთშაბათს, 9 აპრილს, უფლის სერობის წირვა 18:00 საათზე თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ტაძარში ჩატარდება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფეისბუკზე (Sabamedia). წითელ პარასკევს, 10 აპრილს 15:00 საათზე უფლის ვნების მსახურება არლის წმ. იოსების კათოლიკურ ტაძარში შედგება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფეისბუკზე (Sabamedia). ამავე დღეს, საღამოს 11:00 საათზე „ფეისბუკის“ გვერდზე (Sabamedia) განხორციელდება პირდაპირი ჩართვა რომიდან – ჯვრის გზა პაპ ფრანცისკესთან ერთად. უფლის პასექის ღამისთევის მსახურება 11 აპრილს, 18:30 საათზე დაიწყება მარიამის ზეცად აღყვანების თბილისის საკათედრო ტაძრიდან. სააღდგომო მსახურების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის (საქართველოს პირველი არხი) მიერ“, – აღნიშნულია ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს დეკრეტში.
#კათოლიკურიეკლესია
#აღდგომა
#ბზობა
#კორონავირუსი
#კომენდანტისსაათი
#საგანგებომდგომარეობა
0