ვინც ფიქრობ რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას,დარჩეს სახლში! დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

0
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სახლში დარჩებიან, „ამას არავინ ჩაუთვლის სარწმუნოებისგან განდგომად“. „პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში. ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შემთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ
#politics
#news
#opinion
#events
#photo
#design
#religion
#coronavirus
Tbilisi
0