მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, ხმების პარალელური დათვლის შესახებ ინფორმაცია წარა

Tbilisi Daily

მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვის და მოგვაწოდონ, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის ციფრი, ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძე ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლებსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის ორ პროცენტიანი ცდომილებაა. „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები ნახეთ, ერთადერთი არის პარტია „ქართული ოცნება“, სადაც „ისფედის“ პარალელური დათვლის მონაცემებსა და დღეს ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის არის ყველაზე დიდი სხვაობა. ორ პროცენტიანი სხვაობა პარალელურ დათვლაში, რომელიც არ არის ეგზიტპოლი, ჩვენი აზრით ძალიან ბევრია. ამიტომ, მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც და მოგვაწოდონ, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის ციფრი, ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. შევადაროთ, დეტალურად, გავყვეთ ყველა უბნის კონკრეტულ ოქმს და შესაბამის კონკრეტულ მონაცემებს. რატომ არის თუნდაც ეს ორ პროცენტიანი უზუსტობა.საზოგადოებას ერთობლივად მივაწოდოთ საბოლოო, დაზუსტებული, სწორი ინფორმაცია, რომ თუნდაც ეს პატარა უზუსტობა იყოს გარკვეული და აღმოფხვრილი, რატომ მოხდა პარალელური დათვლის შედეგად ეს ორ პროცენტიანი ცდომილება“, – განაცხადა მდინარაძე.