ხელვაჩაურში შველი იპოვეს

Batumi Daily

ხელვაჩაურში შველი იპოვეს. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავრცელებს ინფორმაციას. მოქალაქე დეპარტამენტს დაუკავშირდა და აცნობა, რომ სახლთან ახლოს შველი იპოვა, სოფელ ყოროლისთავში. "შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს" - ვკითხულობთ დეპარტამენტის გვერდზე. შველს მალე ველურ ბუნებაში გაუშვებენ. მანამდე კი მას მკურნალობა და ვეტერენარული შემოწმება ჩაუტარდება. შველი აჭარა გარემო batumidaily