ივანიშვილისა და კალაძის მეგობარს შანსი ვერ ექნება - მელია კობიაშვილის მაჟორიტარობაზე
Pirveliradio Ge
შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მეგობარს, ლევან კობიაშვილს ამ რაიონში, იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულაში" საუბრისას გააკეთა.
„შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მეგობარს ამ რაიონში, იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული. მოსახლეობამ უკუსვლა განიცადა კონკრეტულად გლდანის რაიონშიც. უამრავ გლდანელს შეხვდი. საერთო ოპოზიციური ოფისიდან გერთვებით, სადაც დადის ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი, რომლებიც მაჟორიტარულ ნაწილში მხარს მიჭერენ და მათ შორის კობიაშვილის ყოფილი შტაბის წევრებიც და ბევრი ინფორმაციაც მივიღე. შეუძლებელია, ამ ადამიანს ჰქონოდა სურვილი. გამოუშვეს და ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს. ლევან კობიაშვილს ან სოციალური ან მუნიციპალური საკითხები შეიძლება, აწუხებდეს?“, - განაცხადა მელიამ.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147471