დანიელი ფეხბურთელი მეორედ გაძარცვეს

0
დანიელი თავდამსხმელი კასპერ დოლბერგი ნიცაში უკვე მეორეჯერ გაქურდეს. შარშან ძვირფასი საათები მოჰპარეს და დამნაშავედ მისი 18 წლის თანაგუნდელი დიაბი სცნეს. ამჯერად კი მანქანა Porsche აღარ დახვდა და ასევე, რამდენიმე 2000-2500 დოლარიანი ტელეფონი წაიღეს. დოლბერგი 2019 წელს აიაქსიდან გადავიდა ნიცაში, მასში 20, 5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ეტყობა, ნანობს კაცი - მძარცველები არ ასვენებენ. დოლბერგი ნიცასთვის დიდი ძალაა, 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ნათამაშევი აქვს თბილისშიც, როდესაც საქართველო-დანია 0:0 დასრულდა.
0