1980-90-იანი წლები: ოქროს ხანა
1980-90-იანი წლები ანიმეს ისტორიის ოქროს ხანაა. ამ პერიოდში ჟანრებისა და ინტერესების დიდი აფეთქება მოხდა.
1985 წელს, მიაძაკიმ ტაკაჰატასთან ერთად ჩამოაყალიბა სტუდია Studio Ghibli, სადაც შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი ანიმეები როგორიცაა ჩემი მეზობელი ტოტორო / Tonari no Totoro, კიკის საფოსტი სერვისი / Majo no takkyûbin, ლაპუტა : საჰაერო ციხე / Tenkû no shiro Rapyuta და სხვა.
პრინცესა მონონოკე / Mononoke-hime-მ დიდი კომერციული წარმატება მოიტანა და ყველა დროის ყველაზე წარმატებულ კინონამუშევრად ითვლება იაპონიაში.
2000 წლიდან დღემდე: ანიმეს ევოლუცია
2001 წელს ნამდვილ სენსაციად იქცა მოჩვენების მიერ გატაცებული / Sen to Chihiro no kamikakushi, რომელმაც მიიღო რამდენიმე ცნობილი პრიზი, მათ შორის – 2002 წლის ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის.
2005 წელს ვენეციის კინოფესტივალის ცერემონიაზე, მიაძაკიმ მიიღო სპეციალური პრიზი, ანიმაციაში შეტანილი წვლილისთვის.
2006 წელს გორო მიაძაკიმ, ჰაიაოს შვილმა, გამოუშვა თავისი პირველი ფილმი – ისტორიები ხმელეთზღვიდან, რომელიც ეფუძნება ურსულა ლე გუინის ამავე სახელწოდების ფენტეზის ჟანრის ეპოპეას.
The Wind Rises მიაძაკის ბოლო ფილმია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი დამსახურებულ პენსიაზე გადის.
ალბათ გსმენიათ უიღბლო, ობოლი ბიჭი ნარუტოს საოცარი თავგადასავლის შესახებ, რომელსაც თანასოფლელები დასცინიან და თან უფრთხიან, ცხრაკუდიანი დემონი მელას გამო.
ასევე პოკემონებიც თითოეული ჩვენგანის ბავშვობის ნაწილია.
ძალიან პოპულარულია ფილმად ქცეული კომპიუტერული თამაშებიც. ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, გემოვნების მიხედვით ეს შეიძლება იყოს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა.
ჰენტაი
ეროტიული ანიმე ჰენტაი - ქართულად გარყვნილი მანგაში, თავად მანგას ნახატებთან ერთად გაჩნდა, თუმცა 1890 წელს საკანონმდებლო რეფორმის შედეგად იაპონიის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც მანგაში ჰენტაის ნებისმიერი სახით გამოვლინებას კრძალავდა. თუმცა წლების მერე ანიმაციური ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, ჰენტაიმ რამდენიმე მიმდინარეობაც კი შეიძინა.
ჰენტაის ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელი ჰყავს: მოზარდები და დიდები. სიონენ არის ჰენტაი მოზარდებისთვის, თავად სიონენის გმირები თინეიჯერები არიან. მასში სექსუალური აქტები ნაკლებადაა და ძირითადი დრო სექსზე შემეცნებით საუბრებს ეთმობა, მცირედი ვიზუალური მასალის თანხლებით.
უფროსების ჰენტაი ანიმეს სეინენი ჰქვია, სადაც ძალიან თამამი და გარყვნილი სცენებია.
ასევე არსებობს იაოი და იური - ორივე მათგანი ჰომოსექსუალთა ურთიერთობების ამბავს გვიჩვენებს, იაოი კაცების, ხოლო იური - ქალების სიყვარულს მოგვითხრობს.
ანიმეს მოყვარულებისთვის, ყველაზე პოპულარული იაპონური ანიმაციური სტუდია Ghibli, 2020 წლისთვის საკუთარ გასართობ პარკს გახსნის, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ და საოცარი, ანიმაციური სამყაროთი დატკბეთ