ეგზიტ პოლებით "ხალხის მსახური" ადგილობრივ არჩევნებში აგებს

ამერიკის ხმა

ეგზიტ პოლების მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" მარცხი იწვნია ადგილობრივ არჩევნებში. ეგზიტ პოლები ადასტურებს პრეზიდენტის პრო-რუსული და პრო-ევროპული გეზის მეტოქეების უპირატესობას. 25 ოქტომბრის არჩევნებისას, ეგზიტ პოლი რამდენიმე ჯგუფმა ჩაატარა.  ამ მონაცემებით, პარტიამ "ხალხის მსახური", უკრაინის 9 დიდი ქალაქიდან 7 წააგო.  კიევში, მერ ვიტალი კლიჩკოს პარტია ლიდერობს ხმათა 50 პროცენტით. უკრაინაში ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ერთერთი გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის 70% ამბობს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის. https://www.amerikiskhma.com/a/exit-polls-in-ukraine-elex-show-zelensky-loses/5635880.html #ახალი_ამბები