NCDC-ის ანგარიში: ინფიცირებულთა 7.4%-ს შეადგენენ 15 წლამდე ბავშვები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მე-5 ანგარიშში მოცემულია საქართველოში COVID - 19-ის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან 15-24 და 35-44 წლის მოქალაქეები. ინფიცირებულთა 7.4%-ს შეადგენენ 15 წლამდე ბავშვები. 65-74 წლის ადამიანებში კი 10.5%-ს. ანგარიშში „ერთი წელი COVID - 19-თან ერთად" ნათქვამია, რომ PCR და ანტიგენზე დაფუძნებული მეთოდებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 70%-ს შეადგენენ სიმპტომების მქონე ადამიანები. 6% კი სამედიცინო პერსონალია. ანგარიშში მონაცემები ასახულია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31068487.html #ახალი_ამბები #twitter