80% შემთხვევებში, შესაძლებელია, ვირუსი ასიმპტომურად გადავიტანოთ და გამავრცელებლები ვიყოთ - რატიანი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140984
„თუ მოგვიწია ამ ვირუსით დაინფიცირება, 80% შემთხვევაში, შესაძლებელია, ასიმტომურად გადავიტანოთ“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ინციფირებულთა 80% ინფექციის მატარებელი და გამავრცელებელი იყოს.
„ამიტომ არის მოწოდებული ჯანმოს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის მიერ მოწოდებული სოციალური დისტანცირება. ვარღვევ კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს, ამიტომ გადავყვიტე, რომ ხვალიდან ინტერვიუები მოგაწოდოთ განსხვავებული წესით. თუ ინფიცირებული ვართ, პირველი ჩვენი მოთხოვნაა, რომ დისტანციურად ვიყოთ ერთმანეთთან. თუ დაავადდით, და ასეთ შემთხვევაში 20%-დან 17%-ს შეიძლება დასჭირდეს ინტენსიური თერაპია, რომელშიც გაერთიანებულია საშუალო და მსუბუქი შემთხვევა, მხოლოდ სამიდან ხუთი პროცენტია ადამიანების, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ამ დაავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ვიყოთ ყველა კარგ განწყობაზე“, - განაცხადა რატიანმა.