COVID-19-ით დაინფიცირებულმა ექიმმა თავი მოიკლა

ByM.m.m.Georgia
0
ფრანგული საფეხბურთო კლუბ რეიმსის ექიმმა, ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. Le Parisien-ის ცნობით, 60 წლის სპეციალისტს და მის მეუღლეს კორონავირუსის დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდათ. ისინი თვითიზოლაციაში საკუთარ სახლში იმყოფებოდნენ და სწორედ ამ პირობებში მკურნალობდნენ. გავლენიანი ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, სუიციდის მიზეზი სწორედ ახალი სახიფათო ვირუსი გახდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 1, 262, 631-ჯერ დადასტურდა. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რიცხვმა 68, 499-ს მიაღწია, ხოლო 260, 217 ადამიანმა სახიფათო ვირუსი დაამარცხა.
#კორონავირუსი
#ლიგა1
#საფრანგეთი
#ფეხბურთი
#კორონავირუსი
#პანდემია
#კარანტინი
#coronavirus
#ligue1
#france
#football
#pandemic
ByM.m.m.Georgia
0