კორონავირუსით გორმედის ექიმი გარდაიცვალა
Gori Daily
გორში, კლინიკა „გორმედის“ ექიმი გივი პარასკევაშვილი კორონვირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
„უაღრესად წარმატებული ექიმი და მედიცინის დოქტორი ბატონი გივი პარასკევაშვილი ახალ კორონავირუსთან ბრძოლას შეეწირა. „გორმედმა“ და ასევე ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ ნამდვილი პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 10 დეკემბრის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 214 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#გორი
#goridaily