ღომის მილფოია ანუ ჩემს მიერ სხვა თვალით დანახული სამეგრელო.

0
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მოქცეულია მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღავს შორის. ეს არის ზუსტი გეო ლოკაცია იმ ადგილისა, სადაც თქვენ ქართული გასტრონომიის ავთენტური სუფრის ტრადიცების და გემოების სიმფონიის პლუს უსასრულობაში აღმოჩნდებით. ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო შესავალი როდესაც გინდა სტუმარს გაუმასპინძლდე ღომით, პიტნიანი ნადუღით და ხარჩოთი. ხო და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ამ სამეულის ისეთი რეცეპტი, რომელიც ამ ულამაზესი კუთხის უნიკალურობას ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს. პროდუქტები: (6-8 ულუფა) ქათმის ხარჩო ქათმამი– 1 კგ პომიდორი – 300 გ ხახვი – 2 თავი უცხო სუნელი – 1 სადილის კოვზი ყვითელი ყვავილი – 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი – 1 სადილის კოვზი ნიორი – 4 კბილი ტომატ-პასტა – 30 გ ნიგოზი – 400 გ სიმინდის ფქვილი – 2 სადილის კოვზი კარაქი – 100 გ მარილი, წიწაკა გემოვნებით პიტნიანი ნადუღი: ნადუღი-100 გრ არაჟანი- 50 გრ ნიორი-1 კბილი პიტნა-10 გრ ქინძი-10 გრ მწვანე ხახვი -10 გრ მარილი გემოვნებით. რაც შეეხება ღომს მომზადების წესს, მას ცვლილება არ სჭირდება, იდეალური ღომის მისაღებად საჭიროა ღერღილი იყოს კარგად გარეცხილი და როგორც მეგრელები იტყვიან კარგად იყოს „ჩუნაფილი“ , ანუ სწორ კონდიციამდე მისული მასა. ამის შემდეგ ღომი გადაგვაქვს ლანგარზე, ვშლით და სასურველ ფორმებს ვჭრით. მომზადების წესი, (ხარჩო): ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოამზადეთ სანელებლები. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში ცოტა წყალთან ერთად და შუშეთ. დაჭრილი პომიდორი ათქვიფეთ ბლენდერში. ხორცს დაუმატეთ ცხიმი და ხახვი. შუშეთ დაახლოებით 8-10 წუთი. კარგად რომ ჩაიშუშება, პომიდორი დაასხით. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, დაუმატეთ ნიგვზიანი მასა და ურიეთ. როცა წამოდუღდება, დაამატეთ წიწაკა, ნიორი, ძმარი, მარილი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, ბოლოს დააყარეთ ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, მარილი, სიმინდის ფქვილი, დაასხით წყალი და აურიეთ. პიტნიანი ნადუღი: ჯამში მოათავსეთ ნადუღი და არაჟანი. პარალელურად დააბლებდერეთ: პიტნა, ქინძი, ნიორი, მწვანე ხახვი და ცოტა სითხე. შემდეგ დაუმატეთ ნადუღის მასას , შეაზავეთ მარილით და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. საჭიროა კრემისებრი მასის მიღება. რაც შეეხება მილ-ფოის აწყობას, სასურველ ფორმებად ამოჭრილი ღომის ფორმები ცხელ ზეთიან ტაფაზე გადავიტანოთ და მივიყვანოთ ოქროსფერ შეფერილობამდე, შემდეგ გადმოვიტანოთ სალფეთქიან თეფშზე და შევაშროთ. ცალკე საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ ნადუღის მასა. მაქსიმალურად მოვუჭირით ზემოდან რომ ჰაერი სრულიად გავდევნოთ. ღომის ერთ ფირფიტაზე საკონდიტრო ტომრით ნადუღის კრემის გადატანა დავიწყოთ ზუსტი ხელის მოძრაობებით, შემდეგ ზემოდან დავადოთ მეორე ფირფიტა, და იგივე გავიმეოროთ. როდესაც მეგრულ ოჯახში ღომზე მიგიწვევენ, კარის ზღურბლზე წარმოთქვით „ჯგირო ბუა თე ოჯახის!“, ამით მასპინძელს და მის ოჯახს გაახარებთ და შეიძლება ღომთან ერთად სხვა გემრიელობებიც შემოგთავაზონ, რაზეც უკვე შემდეგ ბლოგში ვისაუბრებ.
#chef
#cuisine
#food
#georgia
#tbilisi
#stayhome
#foodislove
#loveisfood
0