კორონავირუსის გამო ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა ერთი კვირით გადაიდო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 სექტემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს დაიწყება. მიზეზი ისაა, რომ ქალაქის სამ სხვადასხვა ბაგა-ბაღში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილი On.ge-ს განუცხადა, რომ ბაღების ნაწილში სწავლის დაწყება, რემონტის გამო, ისედაც ვერ მოხერხდებოდა. ქუთაისში სულ 37 ბაგა-ბაღია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30885940.html
#ახალი_ამბები
#twitter