კოვიდ-19 კვირის შეჯამება

0
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 174 ფაქტია დადასტურებული. ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, ხოლო, მთელი საქართველოს მასშტაბით, 134 ადამიანი მკურნალობას განაგრძობს. Covid-19-მა ჩვენს ქვეყანაში 4 და 5 აპრილს 2 პაციენტი იმსხვერპლა. ვირუსისგან 79 და 81 წლის ქალი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში - 5067, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 330 პირი რჩება. მედიკოსები მოქალაქეებს მაქსიმალურად სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებენ.
#news
#opinion
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#სიახლე
#სიახლეები
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
#დარჩისახლში
0