ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას აპირებს
300 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას გეგმავს.

„ხალხმა უნდა დაუჯეროს მეცნიერებას, ექიმებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, საჯარო სივრცეში ატარონ პირბადე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის პირბადის ტარებას არ აპირებს.

#joebiden #usa #coronavirus #covid19 #mask
Mediamall
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment