შრომითი ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით, რა ცვლილებები შედის კოდექსში?

0
⏳ შრომითი ხელშეკრულების ვადები: 📋 შრომითი ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება; ♾ თუ თქვენ ერთი და იგივე დამსაქმებელთან მუშაობთ 30 თვეზე მეტი ვადით, ჩაითვლება რომ თქვენთან დადებულია უვადო ხელშეკრულება; ❗ შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; 📣 თუ განსაზღვრული ვადის შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ რომელიმე საფუძვლის არსებობის გარეშე, ჩაითვლება, რომ თქვენთან გაფორმებულია უვადო ხელშეკრულება; 🗣 დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვრული ვადით დასაქმებულ პირს აცნობოს არსებული ვაკანსიის შესახებ, იმ მიზნით რომ მათ სხვა დასაქმებულის მსგავსად ჰქონდეს უვადო შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პოზიციების დაკავების თანაბარი შესაძლებლობა;
#შრომისკოდექსი
#შრომისკოდექსისრეფორმა
#პროფკავშირები
0