441 ინფიცირებული - ვირუსის ახალი ტალღა სამხრეთ კორეაში
Tbilisi Daily
სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 441 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც მარტიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 441 ახალი შემთხვევიდან 434 შიდა გადაცემას უკავშირდება.