დილამშვიდობისა...

0
ჩემს ღრმა ბავშვობაში სადარბაზოებში ფოსტის ყუთები იდგა სახლის ნომრების მითითებით, ბუნდოვნად მახსოვს დილით ადრე ვიღაც კაცი მიდიოდა და ყუთებში გაზეთებს ყრიდა . სულ მაინტერესებდა დამენახა, ადრე ვერც მაშინ ვიღვიძებდი. მერე მახსოვს ასევე დილით ადრე სამკუთხედ ფორმებში რძე და შუშის ქილებში მაწონი იყო მაგიდაზე ბადურა ჩანთებში კარგად ჩანდა. კომუნიზმის კუდს მივუსწარი. ეს მანამდე სანამ ცნობილი 90 იანები დაგვეწყებოდა... მერე რა არ გავიარეთ. ახლა რომ ამ ამბებს ბებიაჩემი მოსწრებოდა ასე იტყოდა ვაი ჩვენს პატრონსო... არასდროს დამილევია ის ნატურალური მაღალი ხარისხის რძე არც ახლა ვსვამ. ოდესმე ჩვენს ქვეყანაშიც გავიღვიძებთ დილით ადრე პრესას გავეცნობით, ველოსიპედებით ჩემოგვიქროლებს კურიერი მხიარული ახალგაზრდა ბიჭი . ვინ იცის იმ გაზეთში მაღალი ხარისხის ფურცელზე ჩემი სტატიებიც იყოს დაბეჭდილი. ადამიანები სამსახურებში წავლენ დილაადრიან და მოუთმენლად დაელოდებიან ვიქენდებს და პიკნიკის მოწყობის ადგილებს აარჩევენ ოჯახთან ერთად... მეც ალბათ ამის კუდს მივუსწრებ ... მაგრამ ბედნიერი თაობა განაგრძობს თანამედროვე ევროპულ საქართველოში ლამაზ და გემრიელ ცხოვრებას, მე გავაჯაზებ შვილიშვილებთან... ვეტყვი რომ რძე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის... მაგრამ თუ არ გვიყვარს არ უნდა დავლიოთ...
0