ქრისტე დადგენილი წეს ჩვეულებები ჰქონიათ_ რატი ამაღლობელი

0
“რატომღაც ქრისტე დადგენილი წეს-ჩვეულებები ჰგონიათ, საკუთარ ეგოიზმში და შეჩვეულ კომფორტის ზონაში გაქვავება, რელიგიური გრძნობებით კეკლუცობა და სიჯიუტე, არადა, მან ამ წესების და კანონების გადაფასებითა და დაძლევით დაიწყო საკუთარი ქმედებები იუდეაში და გალილეაში, წინააღმდეგობა იმდენად დიდი შეხვდა მაშინდელი მღვდელმთავრებისგან, (სინედრიონი) რომ მისი ჯვარზე მოკვდინების მთავარი “არგუმენტი” და ბრალდება სწორედ რელიგიური წესების დარღვევა იყო. ასე რომ, არ გამოვა ქრისტეს ინსტიტუციონალური პრივატიზაცია, ქრისტე, როგორც სიცოცხლისა და სიყვარულის მომნიჭებელი უნივერსალური ძალა, კაცობრიობის ევოლუციაში, მის განვითარებასა და სრულყოფაში მოქმედებს და არა დადგენილი ფორმების, წესებისა და ჩვევების გამყინვარებაში. ეს ისე მაინც, ცნობისათვის…”
0