3 votes
comments
1 shares
Save
Emerging Europe – მსოფლიო მთავრობები ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელე
217 reads
Primetime
Tbilisi · 4 months ago

კორონავირუსი და საქართველოს სასწაული – ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის – სტატიას ამ სათაურით emerging-europe აქვეყნებს.

„პრაიმტაიმი“ სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

საქართველო დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკური განვითარების ქვეყანა.

ეკონომიკური ლიბერალიზმის საფუძველი და მოდელი, რომელსაც სხვებმაც უნდა მისდიონ.

ბოლო კვირების განმავლობაში, კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის საქართველომ ტაში დაიმსახურა.

ქვეყანაში, რომელის მოსახლეობაც 3,7 მილიონს უდრის, ამ დრომდე კორონავირუსის მხოლოდ 157 დადასტურებული შემთხვევაა. 28 ადამიანი ვირუსისგან სრულებით გამოჯანმრთელდა.

ამ დრომდე ქვეყანაში გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული – 79 წლის ქალბატონი, რომელსაც სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა, 4 აპრილს გარდაიცვალა.

საქართველომ იმდენად წარმატებით მოახერხა ვირუსთან ბრძოლა, მსოფლიო მთავრობები ახლა იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა ამ პატარა ქვეყანამ ვირუსის გავრცელება ასე კარგად.

26 თებერვალს, როგორც კი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს მთავრობამ მოქმედება დაიწყო. საუბარი იყო საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ირანიდან დაბრუნდა.

იმავე დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კოორდინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სამუშაო ჯგუფის პირველი გადაწყვეტილება იყო ირანის მიმართულებით ფრენების აკრძალვა.

24 საათის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა სამინისტროს დაევალა გეგმის შედგენა კორონავირუსთან საბრძოლველად.

მას შემდეგ კი, რაც კორონავირუსის მეორე შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა (ქალი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა ცოტა ხნის წინ), საქართველომ მაშინვე შეწყვიტა ფრენები იტალიასთან.

კორონავირუსის მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ კი (29 თებერვალი) ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეწყდა.

შემდეგ კი სახელმწიფომ სხვადასხვა ზომები მიიღო – შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი გადაადგილება, დაწესდა კომენდანტის საათი, გამოცხადდა კარანტინი.

ქვეყანამ აკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. დახურა საზღვრები.

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ქვეყანამ ვირუსის აფეთქების შეჩერება შეძლო ეს რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია.

„ლუგარის ლაბორატორია საშუალებას იძლევა ტესტის პასუხი უმოკლეს დროში იქნას მიღებული და ასევე იკვლევს ვირუსის ფესვებს“,- განაცხადა ნინა ხელაძემ, TOK TV-ის დირექტორმა და საქართველოს ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის პროექტის მენეჯერმა.

ლუგარის ცენტრი ლიდერია სამეცნიერო ბიო-სამედიცინო და ბიოუსაფრთხოების კვლევისა კუთხით. ის 2011 წელს გაიხსნა და რუსული პროპაგანდის სამიზნე იყო.

„თავიდან ლუგარის ლაბორატორიის შექმნის მიზანზე ბევრი მითი დადიოდა და სამწუხაროა, რომ ბევრ ქართველ მოქალაქესაც სჯეროდა ამის.

მაგრამ ახლა თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ ადამიანის, რომელიც უზომოდ მადლიერი არ არის ამ ლაბორატორიისა და იმ საქმისა, რასაც ის კორონავირუსთან ბრძოლაში ასრულებს“,- ამბობს ხელაძე.

ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებას ორ კვირაში ელოდებიან, მაგრამ სიტუაცია მაინც კონტროლქვეშ არის აყვანილი.

არსებობს გარკვეული ვარაუდი რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში მართლმადიდებლური დღესასწაულის (აღდგომის) აღნიშვნამ, შესაძლოა, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ხალხს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა, მოსახლეობა მაინც ამბობს, რომ ისინი აუცილებლად დაესწრებიან აღდგომის დღესასწაულს.

„წინა საარჩევნო პერიოდია და ეკლესიის მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ეკლესია დათანხმდა იმაზე, რომ დაიცვან შესაბამისი დისტანცია ხალხს შორის ეკლესიაში.

ეკლესიამ ასევე მოუწოდა მაღალ რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს სახლში დარჩენისკენ,“- ამბობს ხელაძე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ქვეყანამ 2007-2008 წლებში, რუსეთთან ომის პერიოდში, ეკონომიკური კრიზისი განიცადა.

როგორც ევროპის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში, საქართველოშიც ალბათ ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა შეჩერდება და საქართველო სავარაუდოდ, ღრმა რეცესიას განიცდის.

გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიარდ ლარს გამოყოფს ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად.

მსოფლიო ბანკმა 45 მლნ ევრო სესხის სახით უკვე დაამტკიცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის – ვკითხულობთ სტატიაში.

https://primetime.ge/emerging-europe-msoflio-mtavrobebi-imas-adevneben-tvals-rogor-gaakontrola-saqartvelom-virusis-gavrtseleba-ase-kargad/

Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 4 months ago
3
Write a comment
1