გიორგი შაქარაშვილის საქმე - 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ცალკე წარმოებად გამოიყო 11-ვე სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას ასე განმარტავს: უკვე დევნა დაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებისგან.