მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ფეისბუქზე ავრცელებს.
"გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი", - წერია მათ პოსტში.
მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
მიხეილ გომიაშვილი მონაწილეობდა ქართულ მრავალეპიზოდიან კრიმინალურ კომედიაში "ყავა და ლუდი". ასევე, ფილმებში "კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)" და "რენე მიდის ჰოლივუდში".
https://www.radiotavisupleba.ge/a/32029438.html
Source: radiotavisupleba.ge