წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

Tbilisi Daily

წნორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევა სოფელ მაჩხაანის მიმდებარედ ცენტრალურ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი სამი მგზავრიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა ორი კი მძიმედ დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.