120 გარდაცვლილი და 4696 ახალი კოვიდინფიცირებული რუსეთში
Tbilisi Daily
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 966 189-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 120 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 16 500-ს გადააჭარბა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 779 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდ
#ახალიამბები