ნათია თურნავა: ქორწილი უნდა იყოს საბედნიერო დღე და არა - კლასტერის წარმოქმნის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ბიზნესკომპანიებმა უნდა დაიცვან ის წესები, რომლებიც მთავრობის რეკომენდაციითაა გათვალისწინებული. მისი თქმით, რეგულაციების შესრულების დროს ხელისუფლება იქნება შეუვალი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ შეზღუდვები იქნება სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებაზე:
"ქორწილი უნდა იყოს წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საბედნიერო დღე და არა - რომელიმე კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 2 392 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 369 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, დღიურად ვირუსი 100-ზე მეტ პირს უდასტურდება. ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთ ქორწილსაც დაუკავშირდა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30837781.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)