ტაილანდში ღარიბი ტურისტები ვერ ჩავლენ

Tbilisi Daily

ტაილანდის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემოღებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანა აქცენტს მდიდარ ტურისტებზე გააკეთებს. „ღარიბი ტურისტების ქვეყანაში შემოყვანა, ახალ კონცეფციაში არ შედის“, - წერს bloomberg. ტაილანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ უპირატესობას მიანიჭებს იმ ტურისტებს, რომლებიც კუნძულ ფხუკეთზე, სამუიზე, პანგანსა და ფხი ფხიზე ოთხ და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებს დაჯავშნიან. ქვეყანაში ტურიზმის პიკს ხელისუფლება ნოემბრიდან-თებერვლამდე ელოდება. ტაილანდში იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში 10 მილიონი ტურისტი ჩავა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 1/3-ია.