ბანკზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თავდამსხმელი, რომელიც ''საქართველოს ბანკში'' შეიჭრა ნახევარ მილიონ დოლარს დატერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი საუბრობს. მისი თქმით, თავდამსხმელი თანხისმიტანას და ბანკის ვერტმფრენის საშუალებით დატოვებას მოითხოვს. არის მეორე ვერსიაც, ის შენობიდან მძევლებთან ერთად გავა. ამ ეტაპზე შენობაში19 ადამიანი იმყოფება. ისინი ერთ საათზე მეტია თავდამსხმელს ოთახში ჰყავს გამოკეტილი და თავადაც იქ იმყოფება. თავდამსხმელიშეიარაღებულია. კადრებში ჩანს, რომ მას სახეზე შავი ნიღაბი უკეთია და უჭირავს იარაღი.