საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 3 230 პაციენტიგამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 3 157ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი, გარდაიცვალა. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 592, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 280. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.