რუსეთში იწურება მიკროელექტრონიკის მარაგი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის-ვაშინგტონი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გაჭირვებით აწარმოებს და ემსახურება "კრიტიკულად მნიშვნელოვან" იარაღს, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ოპერაციებისთვის. ამის მიზეზი ის საერთაშორისო სანქციებია, რომლებმაც მოუსპეს რუსეთს მიკროელექტრონიკაზე ხელმისაწვდომობა. ამის შესახებ, როგორც "დოიჩე ველე" წერს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, უოლი ადეიმომ განაცხადა.
"რუსეთს უთავდება მიკროელექტრონიკა, რაც მნიშვნელოვანია მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის და რუსი ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან, რომ მათ არ ჰყოფნით საკმარისი უცხოური კომპონენტები", - თქვა ადეიომომ.
ამ მიზეზით, როგორც ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ მიკროელექტრონიკის ორმა უმსხვილესმა რუსმა მწარმოებელმა დროებით შეაჩერა წარმოება. არ არის მითითებული, რომელი კომპანიები კითხვის ნიშნის ქვეშ არიან.
გარდა ამისა, ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ დაკარგა 6 ათასი ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მასალა უფრო სწრაფად მოიხმარება, ვიდრე მათი შევსებაა შესაძლებელი. ეს გამომდინარეობს თეთრი სახლის საჯარო ანგარიშიდან, რომელსაც the New York Times-ი გაეცნო. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის არმია ტექნიკისა და იარაღის დეფიციტს ჯერ კიდევ მაისში წააწყდა, ამავე დროს იყო პრობლემები სხვა სახელმწიფოების მხრიდან თავდაცვის შეკვეთების შესრულებასთან დაკავშირებით.
ამასთან საუბარია არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებზე, არამედ მარტივ დეტალებზე, როგორიცაა საკისრები. ამიტომ, ძნელია ტანკების, თვითმფრინავების და სხვა ტექნიკის შეკეთება, ნათქვამია ამერიკის ანგარიშში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32084853.html
Source: radiotavisupleba.ge