მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნავალნი გამიზნულად მოწამლეს - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
Pirveliradio Ge
ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე საუბრობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარჩინ ფშიდაჩი.
„მეტი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ნავალნი გამიზნულად მოწამლეს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხის გამოძიებისკენ. დამნაშავეებმა პასუხის უნდა აგონ. ასეთი რამ პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. ჩვენ რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხზე საფუძვლიანი დებატები უნდა დავიწყოთ“, – წერს მარჩინ ფშიდაჩი.