დე ფაქტო პრეზიდენტის რიგით მეექვსე შეხვედრა პუტინთან
Sokhumi Daily
კრემლის ვებ-გვერდი სტატიას ავრცელებს, რომლის სათაურიც ასე გამოიყურება - "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12 ნოემბერს სოჭში მოლაპარაკებებს გამართავს თავის აფხაზ კოლეგასთან ასლან ბჟანიასთან".
”დაგეგმილია ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების განხილვა. აგრეთვე, იმ ხელშეკრულების იმპლემენტაციაც, რომელიც 2014 წლის 24 ნოემბერს დაიდო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ".
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი იქნება საგარეო პოლიტიკის კოორდინაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზეც "რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად."
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობის დაკავების დღიდან ხუთჯერ "ეწვია" მოსკოვს. მათ შორის, ბოლო ვიზიტი 30 ოქტომბერს დასრულდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი პუტინის სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა