ტრამპი: ანარქისტები თავს გავიდნენ
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები თავისივე ხალხს ვეღარ აკონტროლებენ.
„იმ ქალაქების რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები, სადაც ეს შეშლილი ძალადობა ხდება, საკუთარ „მოძრაობასაც“ კი ვეღარ აკონტროლებენ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანარქისტები და აგიტატორები თავს გავიდნენ და არავის უსმენენ. მათ მძინარა ჯოც კი აიძულეს სარდაფიდან გამოსულიყო“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
საპროტესტო გამოსვლები უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი დაჭრა. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა.
#პოლიტიკა
#ახალიამბები