კვირას მინსკში იმართება აქცია „ტერორის წინააღმდეგ“
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსში, სადაც 88-ე დღეა გრძელდება საპროტეტსტო აქციები 9 აგვისტოს გამართული უსამართლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და ხელისუფლების მხიდან დაწყებული რეპრესიების წინააღმდეგ, 1 ნოემბერს გაიმართება მორიგი აქცია სახელწოდებით 'ტერორის წინააღმდეგ“.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მინსკში გაჩერებულია რამდენიმე მეტროს სადგური, რათა ხელი შეუშალოს ადამიანების გადადგილებას. ქალაქის ცენტრალურ რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებული არიან სამარტალდამცველები და ე.წ ავტოზაკები.
მსვლელობის მონაწილეები აპირებენ ფეხით გაემართონ მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-იან წლებში მასობრივად დახვრეტილი ხალხის სამარხები.
წინა დღით ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც.
ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.
მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.
ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30924035.html
#ახალი_ამბები
#twitter