საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მედპერსონალის ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს

0
საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მედპერსონალის ნაწილი, 30 პირი კარანტინში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედპერსონალის ნაწილს ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. დანარჩენებს კი ტესტს დღეს აუღებენ. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და კლინიკაში შემსვლელ ყველა პირს თერმოსკრინინგი უტარდება.
#sachkhere
#georgia
#doctor
#coronavirus
#stopcovid19
#quarantine
0