თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რე­ხი ბე­ქა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ გვი­ან ღა­მით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე კლი­ნი­კის 2 თა­ნამ­შრომ­ლის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღეს და მათ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. მი­სი­ვე თქმით, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. „გუ­შინ გვი­ან მო­ვი­და ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბი, ეს იყო ჩვე­ნი მედ­პერ­სო­ნა­ლის პა­სუ­ხე­ბი, მათ და­უ­დას­ტურ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა არის მსუ­ბუ­ქი, თუმ­ცა ისი­ნიც გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 2 შემ­თხვე­ვა გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში შე­ვი­და. ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან შე­თან­ხმე­ბით გუ­შინ კლი­ნი­კა­ში მი­ღე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლიქ­ნა, ვიდ­რე არ გა­ნი­სა­ზღვრა ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე მედ­პერ­სო­ნა­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, რის შემ­დე­გაც, ღამე კვლავ გა­იხ­სნა მი­ღე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მედ­პერ­სო­ნალ­თან ვის­თა­ნაც ჰქონ­დათ შე­ხე­ბა, ყვე­ლას სი­ე­ბი გა­და­ცე­მუ­ლია, ისი­ნი არი­ან კა­რან­ტი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი, მათ შო­რის, ის პა­ცი­ენ­ტე­ბიც ვის­თა­ნაც ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა მათი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის არე­ა­ლი მცი­რეა, უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის აზრი ვირუ­სის გა­და­დე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ი­ყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვირუ­სი შე­საძ­ლოა შე­მო­ტა­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ანუ ისი­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ მა­ტა­რებ­ლე­ბი და ახლა გა­მო­უვ­ლინ­დათ, თუმ­ცა მე­ო­რე აზრი არის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია დას­ნე­ულ­დნენ, ასე რომ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რე­ხი ბე­ქა­ი­ამ.
#კორონავირუსი
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0