ბიძინა კულუმბეგოვი: დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ
235 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გავითვალისწინოთ”, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვეულებრივ, პიკი, დაახლოებით, თვე-ნახევარს გრძელდება.

“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან, დაახლოებით, 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება. კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება, 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია. ასეთ პირობებში ცხოვრება რამდენ ხანს გაგრძელდება, ეგ არავინ იცის. ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, დაახლოებით, ზაფხულამდე – აგვისტომდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებითო. რაც შეეხება დაავადების მეორე ტალღას – ჯერჯერობით, არ დგინდება, რომ ადამიანებს COVID-19 მეორედ ემართებათ. მეორე ტალღა ნიშნავს, რომ შეიძლება, კარანტინის პირობებში ჩაცხრეს ვირუსი, ხალხი კარანტინიდან გაუშვან და მერე ახალი აფეთქება დაიწყოს. აი, ჩინეთში ახლა სწორედ ამის ეშინიათ. ჩვეულებრივ, პიკი გრძელდება, დაახლოებით, თვე-ნახევარს, მერე კი შემთხვევათა რაოდენობის კლება დაიწყება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

#georgia #stopcovid19 #covid19 #coronavirus #pandemy #
Mediamall
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment