4 votes
0 comments
0 shares
Save
საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს
261 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა აღნიშნა, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება

#12

-ე დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს ისინი იქნებიან ერთი და იმავე დაწესებულებაში და თუ მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულება 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული

#12

-ე დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი „მატროსოვის ციხე“ გახდება 1-ელი მაისიდან“, - განაცხადა წულუკიანმა.

#prisoner #georgia
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ვინ გაუტეხა მინისტრ წულუკიანს mail-ი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ელექტრონულ ფოსტაში უკანონო შეღწევის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ქუთაისის 2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი, შორენა ჯიმშელეიშვილი, იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს და 2019 წლის ივლისში სამსახურიდან დაითხოვეს. ჯიმშელეიშვილი “ოთხი თვის განმავლობაში პერიოდულად შედიოდა თეა წულუკიანის სამსახურებრივ დაცულ სისტემაში, რითიც საფრთხე შეუქმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, - წერია სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში.ამ მძიმე ბრალდების უკან საინტერესო ისტორია იმალება. სამინისტროების გაერთიანება და საერთო ელექტრონული სისტემა 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდა. გაერთიანებისას გადაწყდა, რომ გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს საქმეთა წარმოების ელექტრონულ პროგრამაში იმუშავებდნენ და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. ტრენინგის შემდეგ ახალ თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში (EMშ) პირადი გვერდები შეუქმნეს და სატესტო რეჟიმში მუშაობა დაავალეს. ამის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი მოიპოვება - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების ასლები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს უთხრეს, რომ პროგრამაში შესვლისთვის აკრეფდნენ საკუთარ სახელ-გვარს, პაროლი კი ყველასთვის საერთო - ციფრი 1 - იქნებოდა. თანამშრომლები ასე უნდა შესულიყვნენ სისტემის სატესტო ვარიანტში, სადაც უნდა ევარჯიშათ და მომზადებულიყვნენ რეალურ პროგრამაში სამუშაოდ. უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული და საკანცელარიო დოკუმენტების წარმოება ელექტრონული სისტემით (EMშ) იმართება. რიგითი მოხელეც და მინისტრიც სწორედ ამ პროგრამით იღებს, ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტებს. პროგრამაში ყველა თანამშრომელს საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ფუნქციასაც ასრულებს. სისტემის დაცვა, მართლაც, მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამაში პერსონალური, კომერციული თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.7-საათიანი გამოკითხვა და მოულოდნელი ბრალდებები შორენა ჯიმშელეიშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაობს, 2 პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამ სამსახურში მუშაობა მან 2005 წელს რიგითი ინსპექტორობით დაიწყო და 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი გახდა, კანცელარიის ზედამხედველობა და 12 თანამშრომლის ხელმძღვანელობა დაევალა. 2018 წლის ბოლოს შორენამ, როგორც თავად ამბობს, დიდი მონდომებით დაიწყო ახალი პროგრამის შესწავლა.“ტრენინგზე აგვიხსნეს, რომ შემეძლო დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნიდი ჩემს ზემდგომს, შემდეგ შემეძლო ჩემი ზემდგომის გვერდზე შესვლა და ნახვა, როგორ გამოჩნდა მასთან ჩემი გაგზავნილი დოკუმენტი, შემდეგ შემეძლო მისი სახელით ვიზის მიცემა და მის ზემდგომთან გაგზავნა და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა სატესტო რეჟიმში, ამისთვის საჭირო იყო პროგრამაში შემეყვანა ნებისმიერი თანამშრომლის (ზემდგომის) სახელი და გვარი, პაროლი ყველასთვის იყო ციფრი 1 და შევიდოდი მის გვერდზე. ამის პრაქტიკული მაგალითიც ტრენინგზე გვაჩვენეს” - იხსენებს შორენა ჯიმშელეიშვილი რადიო თავისუფლებასთან. ერთ დღეს, 2018 წლის ოქტომბერში, ჯიმშელეიშვილმა პროგრამის სატესტო რეჟიმში ვარჯიშის დროს მოამზადა და იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნა პატიმრის წერილი. შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, სწორად შეასრულა თუ არა ამოცანა და მივიდა თუ არა ადრესატამდე მისი გზავნილი. როგორც ტრენინგზე ასწავლეს, შორენამ სისტემის შესაბამის ველში აკრიფა ზემდგომის - ამ შემთხვევაში, მინისტრის - სახელი, გვარი, შემდეგ პაროლი, ციფრი 1, და მინისტრის ელექტრონულ სისტემაში მის გვერდზე შევიდა.დოკუმენტების მართვის სისტემის ინტერფეისი შორენამ მინისტრის სახელზე თავისი გაგზავნილი წერილი ვერ იპოვა. იფიქრა, რომ არასწორად მოამზადა და ეს ყველაფერი ხელახლა რამდენჯერმე სცადა. იმ დღიდან მოყოლებული, შორენა ჯიმშელეიშვილი პერიოდულად შედიოდა მინისტრის პირად გვერდზე, ტრადიციულად, პაროლი 1- იანით. მინისტრის ფოსტაში რამდენიმე წერილის შაბლონიც მოამზადა - აინტერესებდა, რა ინსტრუმენტებით იყო აღჭურვილი მისთვის ახალი პროგრამა. ამასობაში, 2019 წლის 14 იანვარს, სამინისტროების პროგრამების შერწყმა დასრულდა. მთელი სამსახური, მათ შორის შორენა ჯიმშელეიშვილიც, რეალურ სისტემაში შეუდგა მუშაობას და ჯიმშელეიშვილიც სატესტო რეჟიმის ინსტრუქციის დროს მოქმედი დროებითი პაროლი 1-ით მინისტრის ფოსტაში აღარასოდეს შესულა. 2019 წლის აპრილში შორენა ჯიმშელეიშვილს სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. 7-საათიანი გამოკითხვისას გაიგო, რომ მას მინისტრ თეა წულუკიანის რეალურ ფოსტაში შეღწევაში ედებოდა ბრალი. “ეს იყო შოკი. არ მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ სახელ-გვარის და საყოველთაოდ ცნობილი, ყველა თანამშრომლის საერთო სატესტო პაროლის, 1-იანის, შეყვანით შევდიოდი მინისტრის რეალურ ფოსტაში, სადაც რეალური დოკუმენტები იყო. მართალია, მე იქ შემჩნეული მქონდა დოკუმენტების სიმრავლე, თუმცა ვთვლიდი, რომ, ჩემს მსგავსად, სხვა თანამშრომლების სატესტო ვარჯიშისას მომზადებული დოკუმენტები იყო. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მიყვიროდნენ, მუქარის ტონით მეუბნებოდნენ, მეღიარებინა დანაშაული და პატიება მეთხოვა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესისა, ახსნა განმარტებაში მაინც დავაფიქსირე, რომ მინისტრის რეალურ გვერდზე შესვლის არანაირი განზრახვა და მოტივი არ მქონია, დარწმუნებული ვიყავი, რომ სისტემა სატესტო რეჟიმში იყო და მინისტრის გვერდიც არარეალური, ვირტუალური და სავარჯიშოდ იყო შექმნილი. თუმცა ეს არავინ გაითვალისწინა და უმკაცრესად დამსაჯეს”. როგორც ჯიმშელეიშვილი გვიყვება, ვიდრე დასჯიდნენ, 19 აპრილს N 2 დაწესებულების დირექტორმა როინ დეკანოიძემ კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თავად დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება. “მისი თქმით, მე არ მქონდა მორალური უფლება მუშაობა გამეგრძელებინა არა მარტო N2 დაწესებულებაში, საერთოდ, იუსტიციის სისტემაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე და შევხვდი ზემდგომს, ავუხსენი მდგომარეობა, მან მითხრა, როგორ მომივიდა აზრად მინისტრის სახელის და გვარის აკრეფა, საერთოდ, რას ვუგზავნით ჩვენ მინისტრს (დაავიწყდა, რომ მინისტრს განცხადებები ეგზავნება ბრალდებულ/მსჯავრდებულებისაგან). მითხრა, რომ თავიდან იფიქრეს, სისხლის სამართლის მუხლით ხომ არ დაეწყოთ ჩემს მიმართ საქმის აღძვრა, მაგრამ ვინაიდან დადგინდა, რომ არ მქონია ცუდი განზრახვა, საქმე დაიწყეს ადმინისტრაციული წესით”, - იხსენებს ჯიმშელეიშვილი.2 პენიტენციური დაწესებულების მაშინდელი დირექტორი, როინ დეკანოიძე, რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ ჯიმშელეიშვილს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. სამაგალითო დასჯა მას შემდეგ, რაც შორენამ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლაზე უარი თქვა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა მომზადდა. მრავალგვერდიან დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოთხი თვის განმავლობაში ჯიმშელეიშვილი მინისტრის სახელ-გვარის და პაროლ 1-იანის გამოყენებით 71-ჯერ უკანონოდ შევიდა მინისტრ წულუკიანის რეალურ, სამსახურებრივ სისტემაში. დასკვნის მიხედვით, შორენა ჯიმშელეიშვილს რამდენიმე სახის (დისციპლინური) დანაშაული ბრალდება. კერძოდ: სამუშაო საათებში მინისტრის სისტემაში შესვლა მიიჩნიეს არასამსახურებრივი მიზნებით ინტერნეტის გამოყენებად, რაც მინისტრის 2017 წლის ივლისის ბრძანებით აკრძალულია და ისჯება; მინისტრის ციფრულ განყოფილებაში შესვლა მიიჩნიეს მისი და სამინისტროს რეპუტაციის შემბღალავ ქმედებად; დაადგინეს, რომ ჯიმშელეიშვილის ეს მოქმედება “სახელს უტეხს სამინისტროს და არყევს მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ ნდობას”; ჯიმშელეიშვილის საქციელი “ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, უღირსი საქციელია”, რომელმაც საფრთხე შეუქმნა “მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, იუსტიციის მინისტრის, გვერდზე დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, რაც, ასევე, “მოხელისთვის უღირსი და საკუთარი რეპუტაციიის შემლახავი ქმედებაა”. მონიტორინგის სამსახური მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს და წერს, რომ აუცილებელია ჯიმშელეიშვილის მკაცრად დასჯა სამსახურიდან გათავისუფლებით. 2019 წლის 15 ივლისს, მონიტორინგის სამსახურის იმავე დღეს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შორენა ჯიმშელეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის დაცული ფოსტა საერთო პაროლით 1 რამდენად იყო მინისტრის ფოსტა დაცული? ნიშნავს თუ არა პაროლი 1 დაცვას? თანამედროვე მიდგომით, პაროლი უნდა იყოს გრძელი, მინიმუმ 8 და სასურველია 12- სიმბოლოიანი. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი და მცირე ასოები, ციფრები და სხვადასხვა სიმბოლოები. აშკარაა, რომ მინისტრის პაროლი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორ მოახერხა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მინისტრის დაცულ ელექტრონულ სისტემაში შესვლა? მონიტორინგის სამსახურის დასკვნითაც დასტურდება, რომ თეა წულუკიანის ოფიციალური ელექტრონული გვერდის პაროლი მხოლოდ ციფრი 1 იყო, ეს პაროლი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გახდნენ. ვის ევალებოდა მინისტრის ფოსტის უსაფრთხოების დაცვა და რატომ ვერ აღმოაჩინეს მასში უცხო პირის შესვლა რამდენიმე თვის განმავლობაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში არ წერია, მათ მხოლოდ ჯიმშელეიშვილის ბრალეულობა გამოავლინეს. თუმცა ჩვენ მოვიკვლიეთ დეტალები, რომლებიც სურათს უფრო გასაგებს ხდის. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული და დამტკიცებულია ელექტრონული მართვის სისტემის (EMშ) მოხმარების ინსტრუქცია. ამ დოკუმენტის მე-7 გვერდზე აღნიშნულია, რომ მომხმარებელი ვალდებულია სტანდარტული პაროლი აუცილებლად შეცვალოს. ამ ინსტრუქციის მიხედვით, მინისტრი წულუკიანი (ანდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი) იყო ვალდებული სტანდარტული პაროლი 1-იანი შეეცვალა, რაც შორენა ჯიმშელეიშვილის მინისტრის გვერდზე შესვლას იმთავითვე გამორიცხავდა. ვის უნდა აღმოეჩინა უცხო პირი მინისტრის სისტემაში? ამ კითხვაზე პასუხამდე მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ და როგორ აღმოაჩინა ჯიმშელეიშვილის შესვლა. იმ დოკუმენტებით, რომლებიც რადიო თავისუფლებას აქვს, შორენა ჯიმშელეიშვილი მინისტრის გვერდზე პირველად 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ამ მომენტიდან ექვსი თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ერთ-ერთი თანამშრომლის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინისტრის ფოსტაში იპოვეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, მისი შექმნილი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს დოკუმენტები შექმნილი იყო შორენა ჯიმშელეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სამსახურებრივი კომპიუტერიდან. რომ არა მინისტრის სისტემაში შექმნილი წერილის რამდენიმე სატესტო შაბლონი, ძნელად სავარაუდოა ჯიმშელეიშვილის სისტემაში ყოფნა ვინმეს აღმოეჩინა.ამ მოსაზრებას ამყარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამუნა ფაჩულიას, მონათხრობი, რომელიც სასამართლოში ჯიმშელეიშვილის ინტერესებს იცავს. ფაჩულიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოში წარადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ პაროლ 1-იანის გამოყენებით მინისტრის პირად გვერდზე სატესტო ვარჯიშის დროს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ. უბრალოდ, მათ მინისტრის პირად სისტემაში დოკუმენტი არ შეუქმნიათ და, სავარაუდოდ, მათი დადგენა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა. “ჩვენ დავაყენეთ სასამართლოში კონკრეტული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ ჯიმშელეიშვილის გარდა მინისტრის სისტემაში სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, სხვებმაც ჩათვალეს, რომ ეს იყო მინისტრის სატესტო [ წარმოსახვითი, პირობითი] და არა რეალური გვერდი, პაროლ 1-იანის გამოყენებით შედიოდნენ და მას სავარჯიშოდ იყნებდნენ”, გვითხრა საიას იურისტმა თამარ ფაჩულიამ. დამძიმებული ბრალდება მონიტორინგის სამსახურის დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებები ხელოვნურადაა დამძიმებული. მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ ჯიმშელეიშვილმა ოთხი თვის განმავლობაში 71-ჯერ შეაღწია მინისტრის ფოსტაში, სინამდვილეში კი სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ჯიმშელეიშვილი სულ ხუთ სხვადასხვა დღეს შევიდა პროგრამაში. უბრალოდ, ამ შესვლებისას, ჯამში, 71 მოქმედება განახორციელა. თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში ისიცაა აღნიშნული, რომ ჯიმშელეიშვილს არაფერი გაუფუჭებია, არაფერი წაუშლია ან გადმოუწერია; წერია, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ნახავდა, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტს თუ წაიკითხავდა. იუსტიციის სამინისტროს ამ თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც მინისტრის სისტემის დაცულობას აღწერს. დოკუმენტში წერია, რომ მინისტრ წულუკიანს შეუძლია პროგრამაში ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს (თანამშრომლების უმრავლესობას მხოლოდ სამსახურებრივი ქსელიდან აქვს წვდომა სისტემაზე). ამიტომაც ძნელია იმის დადგენა, კონკრეტული ქმედება მინისტრმა განახორციელა თუ სხვა პირმა, ვინც უნებართვოდ იყო შესული მის გვერდზე. ამის დასტურად სპეციალისტს მოჰყავს ოთხი დოკუმენტი და აღნიშნავს, რომ მასზე მინისტრის ხელმოწერაა თუ სხვა პირის, გასარკვევია. ვინ იყო პასუხისმგებელი მინისტრის გვერდის უსაფრთხოებაზე, რატომ ჰქონდა მინისტრის დაცულ სისტემას პაროლი 1-იანი, მონიტორინგის სამსახურს დასკვნაში ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არ გაუცია, დამნაშავედ მხოლოდ შორენა ჯიმშელეიშვილი გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას კომენტარის გაკეთებაზე იუსტიციის სამინისტროდან უარი გვითხრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში შორენა ჯიმშელეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებიდან 10 თვე გავიდა. ის საიას დახმარებით სასამართლოში ცდილობს შელახული უფლებების აღდგენას, იმის დამტკიცებას, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა კი დარღვევებითაა მომზადებული. ადვოკატი ამბობს, რომ იმედი აქვს, ჯიმშელეიშვილს სასამართლო სამსახურში აღადგენს და განაცდურ ხელფასსაც აუნაზღაურებს. წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურას ათეულობით ყოფილი თანამშრომელი ედავება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენიმე მათგანმა სამინისტროს სასამართლო დავა უკვე მოუგო და მათ სასარგებლოდ სახელმწიფო უწყებას ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. წყარო: რადიო თავისუფლება
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
Middleeast Report
Tbilisi, Georgia · 14 hours ago
“გაანულე და იბატონე”
2020 წლის 15 იანვარს სატელევიზიო მიმართვის დროს, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა, რასაც იმ დღესვე რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოჰყვა. მალევე ნათელი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაუფლების მორიგი ტრანსფერისთვის იყო საჭირო, თუმცა საწყის ეტაპზე უცნობი იყო, თუ რა პოსტს დაიკავებდა უმაღლესი ლიდერი. დილემა საბოლოოდ, პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით გადაწყდა. დუმაში პუტინის ვიზიტის დროს, ტერეშკოვა პრეზიდენტისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულების წინადადებით გამოვიდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა დუმამ და კონსტიტუციურად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომაც. საბოლოოდ, პუტინისთვის ვადების განულება სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან სარეფერენდუმო პაკეტში შევიდა. კენჭისყრის დღედ თავდაპირველად 22 აპრილი დაინიშნა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თარიღმა ჯერ გადაიწია, შეიცვალა ხმის მიცემის ფორმატიც. საბოლოოდ, ოფიციალური მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 78%-მა დაუჭირა მხარი, ამგვარად ვლადიმერ პუტინს კიდევ ორჯერ შეეძლება პრეზიდენტობა. რუსეთში მმართველობის ხანგრძლივობით, პუტინმა უკვე გააუმჯობესა ეკატერინე მეორეს და ლეონიდ ბრეჟნევის მაჩვენებელი. ჯერჯერობით დაუძლეველია იოსებ სტალინის 27-წლიანი რეკორდი. სტალინის რეკორდის გაუმჯობესებისთვის პუტინს მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა არ ეყოფა, უპირობო რეკორდსმენობისთვის კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება საჭირო. ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო კონსერვატიული გახდეს 1993 წელს, ელიცინის დროს, მიღებული პირველი პოსტსაბჭოთა კონსტიტუცია. თავის მესამე საპრეზიდენტო ვადაში, 2012 წელს, პუტინი უკვე მკაფიოდ წარმოჩნდა როგორც რუსეთის „ტრადიცული ფასეულობების“ მტკიცე დამცველი, რაც გამოიხატება ერთი და იმავე სქესის ქორწინების უარყოფით, რუსეთის მართლმადიდებლური რწმენის დაცვითა და საზოგადოების განვითარების დასავლური, ლიბერალური მოდელის მიუღებლობით. ეს კონსერვატიული მიდგომები აისახა 200-მდე საკონსტიტუციო ცვლილებაში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ და სულ ბოლოს თავად რუსეთის პრეზიდენტმა შეიტანა 1993 წლის კონსტიტუციის ტექსტში. თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა. მათ შორის არის ცვლილება ღმერთის ხსენების, რუსული ენის, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენისა, და „ისტორიის ფალსიფიკაციის“ დაუშვებლობის შესახებ. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კონსტიტუციის 67-ე მუხლი: „რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გასხვისებისკენ მიმართული მოქმედება ან ასეთი მოქმედებებისკენ მიმართული მოწოდებები“, - ნათქვამია რუსეთის კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესწორებულ ვარიანტში, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთის შიგნით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი საუბარს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისათვის დაბრუნების შესახებ. „ადამიანები ფიქრობენ, რომ დე ფაქტო ყველაფერი უკვე დასრულდა, ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს კი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია ხალხის სამართავად - დაარწმუნო ისინი, რომ არაფრის შეცვლა რა შეუძლიათ“, - ამბობს მოსკოველი პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი. მოდით ახალი კონსტიტუციის ზოგი მუხლი და დებულება ( რაც ჩემი აზრით საინტერესოა) პუნქტებად გავიაროთ: 1. უკვე ვახსენე, თუმცა კიდევ იყოს, პირველი და მთავარი - ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადები „ნულდება“, რაც გულისხმობს რომ მან ამ თანამდებობის დაკავებას 2036 წლამდე შეძლებს. (2024 და 2030 წლების არჩევნებში შესაბამისად წარადგენს თავის კანდიდატურას და პოსტს დაიკავებს). 2. მომავალში, (იგულისხმება პუტინის შემდეგ) არავინ შეძლებს ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტი ვერ გახდება. 3. ფორმალურად, საერთაშორისო სამართალს უპირატესობა ექნება, თუმცა „საჭიროების“ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს გააბათილებს (იმ შემთხვევაში თუ მათ არაკონსტიტუციურად სცნობს). 4. რუსეთის მოქალაქე, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან/და ბინადრობის უფლება ჰქონდა, პრეზიდნეტი ვერ გახდება. 5. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ყოფილი პრეზიდნეტები ხელუხლებელნი იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე. 6. ამიერიდან, პრეზიდნეტი უფლება ექნება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეევის გადაყენება (ფედერაციის საბჭოს თანხმობით). 7. თუ პრეზიდენტი რაიმე კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ხოლო პარლამენტი მას დაძლევს, პრეზიენტი კანონპროექტს მაინც დაბლოკავს სასამართლოს „დამხარებით“. 8. პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ რომელი სახელმწიფო ინსტიტუტი ან/და ორგანო იქნება მის დაქვემდებარებაში და რომელი- პრემიერ-მინისტრის. ( ძალოვენები- პრეზიდენტს ემორჩიელბიან). 9. მთავრობის ფორმირების პროცესში, თუ სახელმწიფო დუმა სამჯერ ჩააგდებს კენჭისყრას. პრეზიდენსტი მაინც შეძლებს პრემიერ მინისტრის დანიშვნას. 10. ფედერაციათა საბჭოს წევრებს პრეზიდენტი დანიშნავს, ხოლო მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, თავადაც გახდება ამ ორგანოს წევრი. 11. ფედერაციათა საბჭოს წევრებს ახალი სახელწოდება ექნებათ - სენატორები ( თუმცა ეს ამერიკული ტიპის სენატორი არ იქნება). 12. ადგილობრივ თვითმმართველობებს რიგი უფლებები ჩამოერთმევათ. 13. დეპუტატებს, სენატორებს, მოსამართლეებს და მინისტრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ქონა ეკრძალებათ. 14. კონსტიტუციაში აღნიშნულია ახალი სახ. ორგანო (Гос.Совет) „სახელმწიფო საბჭო“ - ამ ახალი ორგანოს მთავარი დანიშნულება იქნება საგარეო, საშინაო და სოც-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა. 15. რუსი ერი იქნება გამოცხადებული „ერის/სახელმწიფოს შემოქმედად“ (Государстаообразующий). 16. სახელმწიფო ქორწინებას მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის აღიარებს. 17. კანონი ღმერთის შესახებ 18. მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალი არ უნდა იყოს 19. რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ნებისმიერი ტერიტორიის ხელყოფა ანტიკონსტიტუციურად ცხადდება. ამრიგად, ზემოთ მოცემული პუნქტებიდან ნათლად ჩანს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია სრულყოფილ ავტოკრატულ რეჟიმად ყალიბდება, სადაც მმართველობის სადავეები ერთი პირის ხელში აღმოჩნდება, რაც რუსეთისთვის და რიგითი რუსეთის მოქალაქეებისათვის უკან გადადგმული ნაბიჯია და „ბნელ“ წარსულში დაბრუნებას გულისხმობს.#ახალიამბები #პოლიტიკა #რუსეთი #პუტინი #საკონსტიტუციო #ცვლილებები #news #politics #polls #putin #russia
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
წულუკიანი: საეჭვო სიპტომის შემთხვევაში პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ სისტემაში
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დროის მონაცემებით, საპატიმროებში, არც პაატიმრებსა და არც მომსახურე პერსონალში კორონავირუსი დაფიქსირებული არ არის. წულუკიანიანის თქმით, ნებისმიერი საეჭვო სიპტომის შემთხვევაში პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ სისტემაში. „მინდა, ჩვენს ქვეყანაში ჩვენს პატიმრებს ვუთხრა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ფართომასშტაბიანი მუშაობა გაიშალა პენიტენციური სისტემის ფარგლებში. ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში - ქალთა დაწესებულებაში, ქუთაისის მეორე დაწესებულებასა და გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომლებიც ე.წ. მიმღები ციხეებია, მედპერსონალი ციხეების პერიმეტრის გარეთ გავიყვანეთ და ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხეების გარეთ. ნებისმიერი საეჭვო სიპტომის შემთხვევაში პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ სისტემაში. "დღემდე საეჭვო სიმპტომი დაუფიქსირდა 9 ახალდაკავებულს და ყველა მოთავსდა სამოქალაქო კლინიკებში. დღეის მდგომარეობით ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ არის. გარდა ამისა, სისტემატურად გავაგრძელებთ სადეზინფექიო სამუშოები. გარდა ამისა, მკაცრად ვაკონტროლებთ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს“, - განაცხადა წულუკიანმა. მინისტრმა მოქალაქეებსაც მიმართა და სთხოვა მათ, რომ თავი შეეკავებინათ იუსტიციის სახლებში ვიზიტისგან. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი მომდევნო კვირის განმავლობაში საპატიმროში იცხოვრებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სიახლე ეხება საქართველოს საპატიმროებსაც. მინისტრის თქმით, შერჩეულია პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი, რომელიც მომდევნო კვირის განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს. „როგორც ვნახეთ, ვირუსი ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ჩვეულებრივ დროს მუშაობენ, ანუ პერიმეტრის შიგნით. ისინი მომდევნო კვირის მანძილზე აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში, ამ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიების დატოვების გარეშე იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს იმის განცდა არ ჰქონდეთ, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით. ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. „პირველ რიგში მინდა, ამ 780 თანამშრომელს დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, ოჯახები დროებით დატოვონ, 24 საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. ანუ 400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად შექნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი არ არიან თავისუფლება აღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ ფინანსური შეღავათი, რათა მუშაობის ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი ნაწილობრივ მაინც დაკომპესირდეს. მადლობა მინდა ვუთხრა პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან სულ ორ დღეში, წარმოუდგენელი ტემპით მოხდა საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა ჩვენი თანამშრომლებისთვის. მინისტრმა პატიმრებსაც მიმართა: „პატიმრებს მინდა მივმართო და ვთხოვო, მოუფრთხილდნენ 780 თანამშრომელს, რომელთაც ნებით გადაწყვიტეს, მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირეების განმავლობაში, პატივი სცენ მათ და თუ ჩვეულებრივ დროს გვქონდა ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლების მიმართ ნებისმიერი სახის აგრესიისგან, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დათანხმდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღის მუდმივ რეჟიმში ცხოვრებას“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება. „იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, - განაცხადა გახარიამ.#georgia #stopcovid19 #coronavirus #covid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებსა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიცოცხლე, თქვენი შვილებისა და ოჯახის ჯანმრთელობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. „რაც შეეხება იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ“ ოფისებს, აქ მინდა მივმართო საზოგადოების ყველა წევრს და კიდევ ერთხელ ვთხოვო დაბეჯითებით, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. მიუხედავად ჩემი და მთავრობის ამ მიმართულებით არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის თანმხლები ბავშვებით. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე. ვინაიდან ქვეყანაში უკვე არსებობს ე.წ. მესამეული გადადების პრეცედენტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ მომდევნო დღეებში დაიწყონ მსჯელობა იმაზე, არის თუ არა ეს ობიექტები საერთოდ დასაკეტი. მისივე თქმით, დღეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებენ, თუმცა მათ მოქალაქეებისგან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა სჭირდებათ. „იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს იუსტიციის სახლში მობრძანდა დოკუმენტის ასაღებად, მინდა მოვუწოდო, რომ დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტაცია და ნუ მიაყენებნ შეურაცხყოფას იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მათ ამასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემენ, რადგან ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი. ჩვენ ამ მხრივ ვაწყდებით გამოწვევებს და ჩემი ვალია კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული. მე იმედი მაქვს, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასაკეტი. დღეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, ვაგრძელებთ სერვისის გაცემას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოქალაქეებისგან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა“, - აღნიშნა წულუკიანმა. #covid19 #georgia
ამერიკის ხმა
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
გახარია: რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა. საპარლამენტო მოხსენება 4 ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა მუდმივი პროგრესი და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. „არავის არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომ პროგრესი არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს. საბოლოო შედეგი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს 1, ზოგ შემთხვევაში კი 10 წლის შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან. ჩვენი ძირითადი ამოცანა დაფუძნებულია ჩვენს ფასეულობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ამისთვის მოვამზადოთ“,- თქვა მან. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა. ამასთან, გახარია ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რომელიც გადის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე. საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, რადგან ის არის ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო: „ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი“. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებნი, არიან საქართველოს მოქალაქეები და გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი ყველა სახელმწიფო სერვისი. ის ასევე ამბობს, რომ გალის და ერგნეთის შეხვედრები უპირობოდ უნდა აღდგეს და საერთაშორისო დონეზე გაგრძელდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერა. რაც შეეხება პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრემიერი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ორშაბათს დაგეგმილი კენჭისყრის შემდეგ კი, ეს იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც მოითხოვს ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. მისი თქმით, ეს არის ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც შემდგომი განვითარება შეუძლებელია: „ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, რომელიც ორი მოსმენით უკვე გავლილია და ორშაბათს ამ პარლამენტში იქნება მესამე მოსმენა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი“,- განაცხადა გახარიამ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, დებატებში მონაწილეობის მიზნით, პოლიტიკური ბოიკოტი დროებით შეწყვიტა. სხდომას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. ოპოზიცია პრემიერ გახარიას მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან მოხსენებაში არაფერი თქვა 20 ივნისის მოვლენების შესახებ. საუბარია მოვლენებზე, როცა გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პარლამენტთან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს. დემონსტრანტებს შორის რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. „ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით, რა მოხდა და მერე წახვიდოდით და საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე. ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან: უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიამ ბრალი დასდო ხელისუფლებას და კერძოდ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - იმაში, რომ ისინი პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს დევნიან. „კომიკურია, თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუსი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუსს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია," - ამბობს ხოშტარია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება "პარლამენტში შეჭრით" აღარ უნდა შეიცვალოს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, გახარიამ ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას ასე უპასუხა: "20 ივნისი რად მიღირდა, იცით? 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს. აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომ თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როცა ამ ქვეყანაში ძალადობრივად პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა". პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამიტომ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური წყობა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალოს და არა ძალადობით და "პარლამენტში შეჭრით". #ახალი_ამბები#საქართველო#პოლიტიკა
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
წულუკიანმა თანამშრომელი მინისტრის ელექტრონულ ფოსტაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით გაათავისუფლა
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თეა წულუკიანს სასამართლოში უჩივის. ყოფილი თანამშრომელი წულუკიანმა მინისტრის პირად ელექტრონულ ფოსტაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით გაათავისუფლა. ადვოკატი ამბობს, რომ სამინისტროს სისტემაში ელექტრონული ფოსტა სატესტო რეჟიმში მუშაობდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მუშაობაში ვარჯიშობდა, რაც მისი მოვალეობა იყო. ყოფილი თანამშრომელი, შორენა ჯიმშელეიშვილი იუსტიციის მინისტრისგან გთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, განაცდურის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვს. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ როდესაც პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო გაერთიანდა და დოკუმენტების წარმოების პროგრამები შეიცვალა. თანამშრომლები წაიყვანეს ტრენინგზე და იქ აუხსენს თუ როგორ უნდა ემუშავათ ახალ პროგრამებში და შაბლონებიც მისცეს. თანამშრომლებს უთხრეს, რომ პროგრამაში შესასვლელად აუცილებელი იყო მათი სასხელისა და გვარის ჩაწერა, ხოლო პაროლი ყველასთვის ერთი იყო. ამ პრინციპით, ჯიმშელეიშვილმა ამ პროგრამაში რამდენიმე დოკუმენტი მოამზადა. ადვოკატი ამბობს, რომ ჯიმშელეიშვილს 71-ჯერ არ შეუღწევია პროგრამაში, როგორც გენინსპექციის დასკვნაში იყო ნახსენები. შეღწევა მოხდა ოთხჯერ. ჯიმშელეიშვილს ასევე აინტერესებდა რატომ არ გააფრთხილეს თუ ის დაცულ სისტემაში შედიოდა, უპასუხეს, რომ აკვირდებოდნენ ჩაიდენდა თუ არა ის, რაიმე გადაცდომას. „მან შექმნა პატიმრის წერილი, რომელიც გადაუგზავან მინისტრს. მოგეხსენებათ, ადმინისტრაციული სამსასხურის უფროსის თანამდებობა გახლავთ თანამდებობა, რომელიც ის ხელმძღვანელობს დოკუმენტურ სისტემას დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, შორენა ჯიმშელეიშვილი ვალდებული იყო, ყველაზე კარგად სცოდნოდა სისტემის მუშაობა, რასაც აკეთებდა კიდევაც, რადგან ტრენინგის მიზანი, მიზეზი ზუსტად ეგ იყო. ყველა მონაწილისთვის ცნობილი იყო. ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ პროგრამაში შესასვლელი სახელი იყო თავიანთი სახელი და გვარი, ხოლო პაროლი 1.71-ჯერ არ არის, პროგრამაში შესვლა განხორციელდა 4-ჯერ. პროგრამაში არის, რომ პროგრამიდან როდესაც გადადიხარ სხვადასხვა მიმართულებით, ესეც თვლაში მიმატებულია. ჯიმშელეიშვილს აინტერესებდა, თუ რატომ არ მოხდა მისი გაფრთხილება, რაზეც უპასუხეს აინტერესებდათ ჩაიდენდა თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულს. წერია გენერალური ინსპექციის დასკვნაში, რომ მისი ავტორიტეტი იქნა შელახული, რადგან ის დააყენა საფრტხის ქვეშ. არანაირი განზრახვა შორენა ჯიმშელეიშვილს, რომ შეელახა სამსახურის რეპუტაცია, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა არ ჰქონია“, - აცხადებს უფლებადამცველი. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი იაშვილი კი მიიჩნევს, რომ როდესაც პაროლი 1 სიმბოლოსგან შედგება, ეს კრიტიკული ხარვეზია. „ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგაშოა პირველი, რატომ არ იყო გამიჯნული ერთმანეთისგან სატესტო და რეალური გამიჯნული. რატომ არ ჰქონდათ მომხმარებლებს განცდა, რომ იყვნენ სატესტო რეჟიმში. მეორე ის, რომ სხვა მომხმარებლის და სტრუქტურაში პირველი პირის სისტემაში როგორ მოხვდნენ უბრალო თანამშრომლები, ესეც საგანგაშოა. მესამე, თითონ ავტორიზაცია, კრიტიკულად ხარვეზად აღიქმება ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პაროლი, რომელიც 1 სიმბოლისგან შედგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
Headline
Tbilisi, Georgia · 4 months ago
წულუკიანი: გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს. მინისტრმა თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს საგანგებო პირობები და ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია პაემნები. "ჩვენ გვყავდა მრავალი კვირის მანძილზე მძიმე დაავადებთ პატიმარი, არაერთი ქრონიკული დაავადებით, რომელიც მართლაც გარდაიცვალა, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმ ვირუსთან რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს", — თქვა თეა წულუკიანმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მომავალში პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციისთვის დამატებითი ზომები გატარდება. დღევანდელ, 12 მარტის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობისა და სახელმწიფოს ყველა უწყებას, ასევე, კერძო სტრუქტურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა. მან აღნიშნა, რომ მუშაობის საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე გადადიან. მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება: ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. ასევე, ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ. პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ახლა პანიკის დრო არ არის და მთავარია ერთიანობა. მისი თქმით, უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ბავშვებსა და ერთმანეთს. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს. ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ. #news #coronavirusi #თეაწულუკიანი