მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ
383 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს დისტანციურ რეჟიმში ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათიდან ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო და საჯარო რეესტრი.

"მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ მეორე სსიპ-მა ასევე განაახლა მნიშვნელოვნად თავისი საქმიანობა - ეს არის სანოტარო მომსახურება, ნოტარიუსთა პალატა. დღეს დილიდან ჩვენ გვაქვს უკვე სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის

#2

-ში, ეროვნული არქივის შენობა და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი. ასევე სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. ჩვენ იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად, ზედმიწევნით დაცვას, ამ ტემპის მიხედვით გაიცემა იუსტიიცის სამინისტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გახდეს დროებითი სანოტარო ბიუროების სახით," - განაცხადა წულუკიანმა.

#tbilisi #zugdidi #kutaisi #batumi #notary
Mediamall
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment