კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე ეტაპობრივად გადავა
169 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე საქართველო ეტაპობრივად გადავა.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იმის მიხედვით მოხდება, ქვეყანას რამდენად რთულ შემთხვევებთან ექნება საქმე.

„მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენა არერთმა ქვეყანამ და ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა. ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება სათანადოდ საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც იმის მიხედვით, თუ რამდენად რთულ და გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე. ამის სტატისტიკასაც ეტაპობრივად გავაცნობთ მოსახლეობას“, - განაცხადა ტიკარაძემ.


Mediamall
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment