ლადო აფხაზავა კითხვაზე: "რატომ Feedc Edu?"

0
ლადო აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. გაგიადვილათ თუ არა Feedc Edu-მ ონლაინ გაკვეთილის ჩატარების პროცესი? მართალი გითხრათ, პირველად არ მეგონა გავუმკლავდებოდი თუ არა ამ ყველაფერს, მაგრამ ასეთ დროს უფრო მეტი მონდომებაა საჭირო, უიმედოდ ვუახლობდებოდი კომპიუტერს და შევდიოდი პლატფორმაზე. ბოლოს მივხდი იმას, რომ თავიდან ტყუილად ვინერვიულე ამდენი. როგორ მიმდინარეობს გაკვეთილების პროცესი? როცა დაძაბული ხარ არ გამოგდის ადამიანს ის, რისი მიღწევაც გსურს. თავიდან წუწუნი დავიწყე. მეგონა ბევრი რამ იყო დასამატებელი, თავად პლატფორმა კი არასრულყოფილი მეგონა. უნდა ვაღიარო რომ შევცდი - დროდადრო ვნახულობდი იმას, რაც მინდოდა სრულფასოვანი გაკვეთილის ჩასატარებლად. სწორედ ამ დროს არის კოლეგებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და მეც ამ საშუალებით ძალიან ბევრჯერ ვისარგებლე ჩემი მოსწავლეებისათვის. როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს შანსი არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი? ეს მართლაც კარგი საშუალებაა და შანსს ზრდის, რომ არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი. კომპანია Feedc, ვინც აღნიშნული პლატფორმა შექმნა სტუდენტთა ერთ დიდ გუნდს წარმოადგენს. რა რჩევას მისცემდით მათ? მე რა რჩევა უნდა მივცე იმ უმაგრეს სტუდენტებს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა?! გარდა იმისა, რომ არ გაჩერდნენ და მეტი სიახლეების, საშუალებების შექმნაზე იფიქრონ, რათა ბევრ ადამიანს შეუმსუბუქონ საქმიანობა. მადლობა მათ ამ შრომისთვის. თქვენ როგორც მასწავლებელი რას ისურვებდით რომ დაემატოს პროგრამას? ჯერ ყველა შესაძლებლობა არ გამომიყენებია. ახლა დავიწყე ეს ყველაფერი და არ ვიცი რა აკლია და რისი დამატება იქნება სასურველი. თქვენთვის და თქვენს სკოლაში მყოფი მასწავლებლებისთვის რამდენად მოსახერხებელია პროგრამა? სწორედ კოლეგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს ბევრი რამ და ერთმანეთისგან ვისწავლეთ პროგრამის სხვადასხვა საშუალებები და თუ აქედან ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ყველასთვის მოსახერხებელი უნდა იყოს. ბავშვებმა რამდენად აუწყვეს ფეხი დღევანდელ რეალობას? ბავშვებმა უფრო ადვილად და უფრო სიამოვნებით აუწყვეს ფეხი ამ ახალ გამოწვევას. ციფრული თაობა მოდის და მათი სამომავლო გამოწვევა ციფრული კომპეტენციიების ცოდნაა, რასაც არცთუ ხშირად იყენებდნენ სკოლაში, ყოველ შემთვევაში, ონლაინგაკვეთილებზე ბევრი არაფერი ვიცოდით. შესაძლებელია თუ არა რომ პროგრამის გამოყენება მუდმივი გახდეს? ვფიქრობ, ძალიან კარგი რამ იქნება თუ ამის საშუალებას მივცემთ მოსწავლეებს. ბავშვები ხანდახან ავადმყოფობის დროს აცდენენ სკოლას და სახლში უსაქმოდ არიან. ვფიქრობ, სავალდებულოც შეიძლება შემოვიდეს სკოლაში. ლადო აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო"-ს პირველი მფლობელი. 2018 წლის 13 დეკემბერს მოხვდა მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელში, რის შემდეგაც 2019 წლის 21 თებერვალს გადარჩეულ იქნა საუკეთესო 10 ფინალისტს შორის.
0