მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ახალი ტექნოლოგიის, სახელად სონიფიკაციის გამოყენებით, თითოეული ამინომჟავა უნიკალურ მუსიკალურ ნოტს შეუსაბამეს და შედეგად, მთლიანი ცილა მუსიკალურ მონახაზად გარდაქმნეს. . მკვლევართა განცხადებით, ეს მეთოდი უფრო სწრაფი და ინტუიციურია, ვიდრე ცილების შესწავლის ტრადიციული მეთოდები, მაგალითად, მოლეკულური მოდელირება. მათივე თქმით, თუკი წვეტი ცილების მუსიკალურ მიმდევრობას შევადარებთ სხვა სონიფიცირებულ ცილათა უფრო დიდ მონაცემთა ბაზას, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ვიპოვოთ ის ადგილი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ წვეტების განეიტრალება და შესაბამისად, ვირუსისთვის უჯრედში შეღწევის უნარის წართმევა.
რაც შეეხება ინსტრუმენტებს, ისინი მთლიანად მკვლევართა გემოვნებით არის შერჩეული. მთავარ ნოტებს უკრავს იაპონური სიმებიანი ინსტრუმენტი კოტო, რომელიც იმდენად სასიამოვნო ბგერებს გამოსცემს, რომ ამ ცუდ პერიოდში შეიძლება ერთგვარი სიამოვნებაც მოგგვაროთ,
#music
#covid19
#masachusetts
#usa
#stopcovid19
#pandemy