კორონავირუსის აღმოფხვრამდე გამოსახლებები არ იქნება - წულუკიანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140749 ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს არ განხორციელდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დისტანციურად და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, ეს არის გამოსახლებები, რადგან ეს საჭიროებს ბინაზე მისვლას. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სერვისები დილიდან გაიცემა. ამისათვის საჭიროა, ბიუროს მიმართოთ მეილზე, ცხელ ხაზზე ან facebook-ში“, - განაცხადა წულუკიანმა.
0