როგორ მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება საქართველოში?!

0
საქართველოში წმინდა ცეცხლს, Georgian Airways-ის თელ ავივი-თბილისის სპეცრეისით ჩამოიტანენ. საქართველოში წმინდა ცეცხლი ტრადიციულად Georgian Airways-ის რეისით ჩამოჰქონდათ, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო ისრაელის მიერ, ისევე როგორც საქართველოს მიერ რეგულარული ფრენები შეჩერებული იყო. როგორც ირკვევა, ავიარეისი 18 აპრილს, საღამოს შესრულდება, რომელიც საქართველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს. სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ. აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. ​როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სოციალურ ქსელში დაწერა, ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან
#საქართველო
#იერუსალიმი
#ეკლესია
0