4 votes
0 comments
0 shares
Save
72 views
მედეა ქებურია
Chkhorotsku · 3 months ago

მედეა ქებურია
Chkhorotsku · 3 months ago
Similar Posts
Shota Phiphia
Chkhorotsku · 16 hours ago
პორნოგრაფია და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება!
ადამიანის ევოლუცია მილიონობით წელს ითვლის, ჭკვიანი კომპიუტერები და ინტერნეტი კი სულ რაღაც რამოდენიმე ათეული წლის წინ შეიქმნა და დღესდღეობით, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნა კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ადამიანებს მათი დახმარებით, ნებისმიერი საქმის უფრო სწრაფად განხორციელება და დროის დაზოგვა შეგვიძლია. ინტერნეტის და სოციალური ქსელების ფართო სპექტრის მეშვეობით, დღეს "მანძილი" არ წარმოადგენს დაბრკოლებას, ვეკონტაქტოთ მეგობრებს, ემიგრაციაში მყოფ ნათესავებს თუ სრულიად უცხო ადამიანებს, ასევე, გვქონდეს უწყვეტი წვდომა მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო თუ არა საერთაშორისო უწყებებთან,თვალი ვადევნოთ კინო-სამყაროს, მივყვეთ მოდის ახალ ტენდენციებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებს აქვთ საშუალება, თავიანთი პროდუქტის რეკლამირება მოახდინონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მაგრამ მათ ბევრ დადებით თვისებას აქვს უარყოფითი მხარეც, რომელიც დიდი ზიანის მომტანია თითოეული ჩვენგანისთვის. ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სოციალური ქსელების გავლენა საზოგადოებაზე. ვირტუალური სამყარო ერთი შეხედვით უწყინარი ფენომენია, თუმცა, მისი მომხმარებელი ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს საზოგადოების მხრიდან ბულინგის, ტრეფიკინგის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქსელი Facebook-ია, რომელსაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს და მასში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. მაგრამ, ინტერნეტ სივრცის ყველაზე ცუდი მხარე არის - პ ო რ ნ ო გ რ ა ფ ი ა. პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების და ვიდეოების ნახვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უმარტივესია. Google-ის საძიებო სისტემაში ერთი დაწკაპუნებით შეიძლება სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდეთ, და ამ საფრთხისგან არავინაა დაცული, მათ შორის არც არასრულწლოვნები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ 50%-ზე მეტ 11 წლის მოზარდს ნანახი აქვს სექსისტური და პორნოგრაფიული ხასიათის მატარებელი ვიდეოები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათი მშობლები აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობენ. ამიტომ, რისკი დიდია ბავშვებში სექსიზმი და პედოფილია გავრცელდეს. ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად, პორნოგრაფიული ვიდეოების ყურება იწვევს რეპროდუქციული სისტემის ჩამოქვეითებას და ამცირებს ზრდასრულ ასაკში შვილის ჰყოლის ალბათობას. გაერო და სხვა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მშობლებს მოუწოდებენ ჰქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება თავიანთ შვილებთან და დაიცვან ისინი აღნიშნული საფრთხისგან. როგორც დასაწყისში ავღნიშნე, დღეს ჩვენი ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ მათთან გატარებული დროის კონტროლი, მოვიძიოთ მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ, რათა დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, მეგობრებს და საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უცნობ ადამაინებსაც კი!#feedcgrant Feedc #feedc #ტექნოლოგიები #technology #feedc #technology #ტექნოლოგიები #feedc #feedcgrant
მედეა ქებურია
Chkhorotsku · 3 months ago
Tamar Kvaratskhelia
Chkhorotsku · 1 month ago
სულთმოფენობა
ცოტნე მალანია
Chkhorotsku · 3 months ago
დონალდ ტრამპი: ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს
ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. „ჯანმოს უკეთ უნდა განეხორციელებინა სამუშაო. ძალიან იყვნენ ჩინეთზე ორიენტირებული. ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადადება არ ხდება, რომ არ არის საჭირო საზღვრების ჩაკეტვა. მიუხედავად ამ განცხადებებისა, საზღვრები ჩავკეტე და ეს გადაწყვეტილება ჯანმოს წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ. ასობით მილიონს ვხარჯავთ ჯანმოზე და უკეთ უნდა იმუშაონ. ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან. მეტს ვიხდით, თუმცა ყველაფერი კეთდება, როგორც ჩინეთს სურს. ეს სამართლიანი არ არის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას. ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა: „თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“. მისივე თქმით, ამ თემის პოლიტიზება ცეცხლთან თამაშის ტოლფასია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის აშშ და ჩინეთი, ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ კორონავირუსთან ბრძოლაში. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ. ყველა სიახლე Times 09 აპრილი 2020, 11:21COVID19 Times: ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს, - ამ სათაურით სტატიას The Times-ი აქვეყნებს. მთავრობის მიერ შეკვეთილი ანტისხეულების ტესტებიდან არც ერთია გამოყენებისთვის ვარგისი - აღიარა ტესტირების მიმართულების ახალმა უფროსმა. ნინო ნიჟარაძე 09 აპრილი 2020, 11:17COVID19 ნინო ნიჟარაძე: ქობულეთში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა ქობულეთში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აჭარაში სულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი 116 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.
Ana No
Chkhorotsku · 2 months ago
მეფე გიორგი I - ის სიტყვა სიკვდილის წინ ("დიდოსტატის მარჯვენა") რამდენი საუკუნე გავიდა და არაფერი შეცვლილა, სულ არაფერი... "-ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა? - არავინაა, მეფევ ბატონო. - კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს. - რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?! - არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" . სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს: - ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა."
ცოტნე მალანია
Chkhorotsku · 3 months ago
ინტერი" სენსაციისთვის ემზადება: გუნდში მესისა და მომავალი მესის მოყვანას გეგმავენ
როგორც ჩანს, მილანის "ინტერი" სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი აქტიური გუნდი იქნება, რომელიც სუპერპროექტისთვის ემზადება. არგენტინული ტელეკომპანიის, TNT Sports-ის ჟურნალისტის ცნობით, მილანელები მზად არიან "ბარსელონას" 32 წლის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შეძენისთვის და მოლაპარაკებებს უახლოეს თვეებში დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ "ინტერი", ასევე, "ველეს სარსფილდისა" და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ტიაგო ალმადუს ყიდვას აპირებს. ტიაგოს ბევრი მესისაც ადარებს. აქედან გამომდინარეა გუნდის ინტერესებიც ფეხბურთელისადმი, რამეთუ იტალიელებს ტიაგოს უნარებისა და შესაძლებლობების სჯერათ. მესის "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, გუნდის დატოვება უფასოდ უახლოეს ზაფხულში შეუძლია.#sport #barcelona #messi
Ana No
Chkhorotsku · 2 months ago
აღდგომა იმედია, რომ გარდაცვალება დასასრული არ არის... აღდგომა შურზე, მტრობაზე, სიკვდილზე გამარჯვებაა. აღდგომა სიყვარულია, რომელიც მუდმივ წრებრუნვაშია. იცვლის თაობებს, წლებს, სივრცეებს, მაგრამ არასოდეს იცვლის დანიშნულებას. აღდგომა მიტევებაა. აღდგომა პატიებაა კაცობრიობის ჩადენილ ცოდვებზე. აღდგომა ყოველი ჩვენგანის ნუგეშია, დავიბადოთ ხელახლა... რომ უფალში გავაგრძელოთ სიცოცხლე... აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი კაცობრიობის უკვდავებაა! გილოცავთ ქრისტიანებო!
Vera Kvaratskhelia
Chkhorotsku · 1 year ago
Photo by me📸
ნინო ბასილაძე
Chkhorotsku · 3 months ago
ცოტნე მალანია
Chkhorotsku · 3 months ago
დონალდ ტრამპი ინდოეთს ემუქრება, თუ ის პრეპარატ პლაქველინის ექსპორტზე გატანის აკრძალვას არ გადახედავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთს სამაგიეროს გადახდით ემქურება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტზე აკრძალვას არ გადახედავს. „მე კვირას დილით მას – ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის ვესაუბრე. დავურეკე და ვუთხარი, რომ დავაფასებდით პრეპარატის მოწოდებას. თუ ის ამას არ გააკეთებს, არა უშავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამაგიეროს მიიღებს. რატომაც არა?“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მას გაუკვირდება, რომ გაიგოს პრეპარატის აკრძალვის გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო. „გავოცდები თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ უნდა ეთქვა. ჩვენ კვირას ვისაუბრეთ. გავოცდები, იმიტომ რომ, ინდოეთს კარგი ურთიერთობები აქვს აშშ-სთან“, – აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, ინდოეთში, რომელიც პრეპარატის ყველაზე დიდი მწარმოებელია კვირას განაცხადეს, რომ წამლის ექსპორტი იკრძალება. გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი, როცა ქვყენების ლიდერებმა სატელეფონო საუბრები გამართეს.